გორის "დილას" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ხმები დადასტურდა - გორის "დილას" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

"ს.კ. "გორის დილა" მადლობას უხდის გიორგი დეკანოსიძეს გაწეული შრომისთვის, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი დარასელია დაინიშნა", - წერია "დილას" "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ "დილადან" ებრაელი სპეციალისტის, ზივ არიეს წასვლის შემდეგ, ორი მატჩის განმავლობაში გუნდს მისი ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე წვრთნიდა.

რაც შეეხება გორელთა ახალ მწვრთნელს, 48 წლის დარასელიას გორის კლუბში ადრე - 2012 წელსაც უმუშავია.
სხვადასხვა დროს კი ის ასევე წვრთნიდა რუსულ "სკა ენერგიას", "ზუგდიდსა" და ქუთაისის "ტორპედოს".

გორის "დილა" ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი რამ მაინტერესებს -სოსიაშვილს რას ერჩოდნენ?
ბექა
23 ივნისი 2017 15:47
0
ბატონ გიორგის ვულოცავ საქართველოს ჩემპიონატის ერთერთ გამორჩეულ და პერსპექტიულ გუნდში დანიშვნას, ვუსურვებ დიდ წარმატებებს წელს ჩემპიონატში და გაისად ევრო თამაშებში. გუნდს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს, როგორ აამოქმედებს ახალი მწვრთნელი გამოჩნდება.
gizog
23 ივნისი 2017 14:52
0
ებრაელო სპონსორებო,ეს კაცი დძალიან ცუდ შედეგებამდე მიგიყვანთ..ფეხბურთელებთან არ გააკაროთ,განსაკუტრებით ხელფასის დღეს
lasha
23 ივნისი 2017 04:29
0
ახლა ნახეთ გორის დილა როგორ დაეშვება ფსკერზე.რა ან სად ნახეს ამ დარასელიას გაწვრთნილი გუნდი.
გოგა
22 ივნისი 2017 22:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული