"სხვადასხვა საიტსა და სოციალურ ქსელში კომენტარებს ვკითხულობთ და გვგონია, რომ ქართველები "სამტრედიაზე" მეტად "ყარაბაღს" გულშემატკივრობენ!
ნაცვლად იმისა, რომ ბიჭებს შემართება მისცეთ, გაამხნევოთ და თამაშისთვის შეამზადოთ, პირიქით იქცევით: მათ ლანძღავთ და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებთ.
სირცხვილია! სად დაკარგეთ ქართველობა?! ცუდია თუ კარგია, ჩვენი გუნდია, საქართველოს სახელით გამოდის და ჩვენი თანადგომა სჭირდება!
პირადად ჩვენ არასოდეს დავწერთ და არასოდეს ვიტყვით ცუდს ქართულ კლუბებზე, რადგან ჩვენია. კარგად ჩანს უკვე რამდენიმე წელია თქვენი განწყობა "სამტრედიის" მიმართ.
წარმატებები "ტორპედოს," "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" ევროტურნირებზე... გვჯერა, რომ ამ ეტაპს გადავლახავთ და თავს არ შევირცხვენთ. ჩვენ ქართველები ვართ და ფარ-ხმალს არასდროს ვყრით!", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, ნიონში, უეფას შტატბბინაში გამართულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები შეახვედრა. მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად გამართავენ.