- სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და "დინამო" ისეთი კარგი ვერ იყო, როგორც წინა სეზონის ბოლოს. ეს რით აიხსნება?
- კი, შედეგი მთლად სახარბიელო ვერ არის და სეზონის პირველი ნახევრის ჩატარება გაცილებით უკეთაც შეიძლებოდა. შინ ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ, რაც ალბათ, ფსიქოლოგიას შეიძლება დაბრალდეს. 10 წელია, მშობლიურ ქალაქში არ გვითამაშია. ამ ხნის განმავლობაში ბათუმელი გულშემატკივარი უფრო ამბიციური გახდა და
ბოლოს მწვრთნელი შევიცვალეთ, იყო კიდევ ცვლილებები და ვიმედოვნებ, რომ ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდება.
- საშინაო მატჩებზე დასწრების მხრივ, ყველამ ვნახეთ, როგორ უყვართ და როგორ არიან მონატრებულნი ბათუმელები ფეხბურთს. არის თუ არა რაიმე სიახლე ქალაქში სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით?
- ყველა კლუბი, რომელიც ბათუმში ჩამოდის, იმაზე გაცილებით დიდი მოტივაციითაა, ვიდრე სხვაგან. ბათუმელები ისეთ ატმოსფეროს ქმნიან, ფეხბურთელები იქ თამაშით სიამოვნებას იღებენ.
წლის ბოლოს ბაზის მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება. რაც შეეხება სტადიონს, პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი. ველოდებით პასუხს, რის შემდეგაც უკვე მშენებლობაც დაიწყება.
- რა ტევადობის იქნება ახალი სტადიონი?
- საუბარი 20 000-იან სტადიონზეა, რომელიც იქნება გადახურული და უეფას ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
- ბათუმის "დინამოში" ტრანსფერებს კიდევ უნდა ველოდეთ?
- კი, რა თქმა უნდა. გუნდი გასაძლიერებელია და ტრანსფერები კიდევ იქნება.