თბილისის "დინამო" შეკრებას სლოვენიის კურორტზე გაივლის

AutoSharing Option
თბილისის "დინამო", 29 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით, შეკრებას სლოვენიაში გაივლის.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კახა კაჭარავას გუნდი კურორტ მორავსკე ტოპლიცეში დაბანაკდება, შეკრებაზე კი სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

4 ივლისს "დინამო" სერბულ "ჩუკარიჩკის" დაუპირისპირდება, 8 ივლისს - ხორვატიულ "რუდეშს", ხოლო 12-ში უკრაინულ "ზორიას" გაეჯიბრება.

თბილისის "დინამო" მიმდინარე ეროვნულ ლიგას ორი წრის შემდეგ 43 ქულით ლიდერობს. პაუზის შემდეგ კაჭარავას გუნდი ჩემპიონატს 21 ივლისს, ფოთის "კოლხეთთან" საშინაო მატჩით დაუბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩამოვლენ იტყვიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ!კაი კვება დასვენება და სუფთა ჰაერიო,გეგონება ტურისტული სააგენტოა დინამო ან ესენი მოდელები მყვანან რო ამათ დასვენებაზე და კვებაზე ვინერვიულოთ.შედეგი დადეთ,ლიგაზე გადით რომელიმეზე ეს დინამოა და არა მშიერ ბავშვთა თავშესაფარი.ან დანიებში რო წავიდნენ ჯიგარში როგორ არა აქვთ რო დინამოსთან ერთად მიეღწიათ რამისთვის?კიტე მეიმედები!ჭაკვეტ დარჩინიცოდე დინამოს ისტორია გადაწეროთ უნდა
გიო
29 ივნისი 2017 15:37
0
მორავსკე ტეპლიცე (და არა ტოპლიცე) არის სლოვაკიაში, და არა სლოვენიაში - ეს სხვა ქვეყანაა.
გეოგრაფი
29 ივნისი 2017 13:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული