პირველი ლიგა: ძველ-ახალი სახელები

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში გადამწყვეტი მატჩებია და სეზონის ფინიში მართლაც დიდ ინტრიგას გვპირდება; არანაკლებ საინტერესოდ მიმდინარეობს პირველი ლიგის გათამაშებაც და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ,  უმაღლესი ლიგის ორი საგზურისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

პირველი ლიგის გათამაშებას დღესდღეობით ოთხი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი მესამე ადგილზე გასულ გუნდსაც ექნება, - პლეი-ოფის ერთმატჩიან დაპირისპირებაში (ნეიტრალურ მოედანზე) უმაღლეს ლიგაში მერვე ადგილზე გასულ გუნდთან; რაც შეეხება დაქვეითებას, დებულებით პირველი ლიგა ბოლო ორ ადგილზე გასულმა გუნდმა უნდა დატოვოს, მაგრამ
მოდი, ნუ ვიჩქარებთ და ნაადრევი დასკვნის გაკეთებისგანაც თავის შეკავება ჯობს; მიზეზი კი არახალია - არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ზაფხულს, ანუ, მომავალი სეზონის დაწყებამდე.

კი, ბატონო, საქართველოს XXII ჩემპიონატის რეგლამენტიც არსებობს და ყველა ტურნირიც ამ დებულების მკაცრი დაცვით უნდა ტარდებოდეს, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, თუ რამდენჯერ შეცვლილა გათამაშების წესები; ჰო, ამას მართლაც ვერავინ უარყოფს: ხან - პოლიტიკური (!), ხან - ფინანსური, ხან კიდევ - გეოგრაფიული (!) პრინციპების გათვალისწინებით, პირველიდან უმაღლესში ისეთი გუნდები აღზევებულა, შედეგებით ამას რომ არ იმსახურებდა; ეგ კი არა, საპირისპირო მაგალითებიც გვახსოვს, როცა პირველი ლიგის მარათონულ ტურნირში დამსახურებულად გამარჯვებულ გუნდს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი უთქვამს და ეს საგზურიც სხვა გუნდისთვის "დაუთმია".

1990 წლიდან მოყოლებული, პირველი ლიგის ფორმატიც არაერთხელ შეცვლილა და თვითონ ტურნირის სახელწოდებაც: მეორე ჯგუფიც ერქვა, რეგიონალური ლიგაც, ტერიტორიული პრინციპით ზონებადაც ყოფილა დაყოფილი, ხან სამ თუ ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდებოდნენ ხოლმე გუნდები და ასე შემდეგ. ისეთი მაგალითებიც გვახსოვს, პირველი ლიგის გამარჯვებული ავტომატურად რომ ვერ იღებდა უმაღლესი ლიგის საგზურს (პლეი-ოფის მატჩის ჩატარება სჭირდებოდა), თუმცა ამ ბოლო დროს სიტუაცია აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა და თუ გარკვეული ცვლილებები ხდება, მხოლოდ და მხოლოდ, ამა თუ იმ გუნდის ფინანსური პრობლემების გამო.

აი, თუნდაც ამ სეზონის დასაწყისი გავიხსენოთ: სწორედ უსახსრობის გამო თქვეს უარი პირველი ლიგაში მონაწილეობაზე დედაქალაქის გუნდებმა - 35-ე საფეხბურთო სკოლამ და IBSU-მ (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი). საბოლოოდ კი 2010-12 წლების პირველი ლიგის ჩემპიონატში 17 გუნდი დარჩა და ორწრიანი გათამაშების ყოველ ტურში თითო გუნდს დასვენება უწევს.

წლევანდელ სეზონში მონაწილე გუნდებს რომ სხვადასხვა მიზანი ექნებოდათ, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება; ყოველ შემთხვევაში, "გაგრა" რომ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ისე, როგორც მარტვილის "მერანის" ამბიციურ გეგმებში. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უმაღლესი ლიგის ორი "პირდაპირი" საგზურისთვის ბრძოლაში სხვა გუნდებიც ჩაებნენ და ერთი-ორად გასახარია, რომ მათ შორის არიან დიდი ტრადიციის მქონე გუნდები - ბათუმის "დინამო" და გორის "დილა".

ისე, რახან ტრადიცია ვახსენეთ, ბარემ ისიც შევახსენოთ მკითხველს, რომ ბათუმის "დინამო" 19 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა უმაღლეს ლიგაში, გორის "დილას" კი 18 სეზონი აქვს გატარებული უძლიერესთა შორის. ამასთან, ბათუმელებს ჩემპიონობის გარდა ყველა სინჯის მედალიც (ვერცხლი, ბრინჯაო) აქვთ მოპოვებული, საქართველოს თასიც და სუპერთასიც; ლანჩხუთის "გურია" საქართველოს თასის პირველი გამარჯვებულია, თბილისის "ლოკომოტივი" კი პირველი ლიგის ყველაზე ტიტულიანი გუნდია: საქართველოს თასი სამჯერ აქვს მოგებული, ორჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა და ერთხელ - ბრინჯაოსი.

ახლა კი მიმდინარე გათამაშებაზე ვისაუბროთ და ფავორიტთა შანსებიც შევაფასოთ.

20 ტურის შემდეგ მარტვილის "მერანის" ლიდერობა არავის უნდა გაუკვირდეს: ეს გუნდი წინა სეზონშიც აცხადებდა უმაღლეს ლიგის საგზურზე პრეტენზიას და ორ გამოკვეთილ ფავორიტს ("ტორპედო", "კოლხეთი") მხოლოდ მცირედით ჩამორჩა. იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშან ამ პროვინციულმა გუნდმა მართლაც არნახულ წარმატებას მიაღწია და საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა (მანამდე მსგავსი შედეგი პირველი ლიგის არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონია). მთავარმა მწვრთნელმა, ახალგაზრდა სპეციალისტმა მალხაზ ჟვანიამ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და ორ გამოცდილ ფეხბურთელს (34 წლის გიორგი ილურიძესა და 29 წლის გიგა ჟვანიას) თუ არ ჩავთვლით, გუნდში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეყრდნობა. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მერანმა უმაღლეს ლიგაში ნათამაშები ორი ფეხბურთელი დაიმატა: მარცხენა ნახევარმცველი ლაშა ჩალაძე და გამოცდილი ფორვარდი გია თოდუა; იმასაც დავძენთ, რომ მარტვილელთა რიგებში ორი ახალგაზრდა ლეგიონერი ასპარეზობს - ჟოელ იატრო და მუგნინი ტაპე.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ გორის "დილას" უმაღლეს ლიგაში 18 სეზონი აქვს ჩატარებულიო; თუმცა, ბოლო დროს ამ ქალაქში ფეხბურთისთვის, ეტყობა, არავის ეცალა და ამის შედეგად გუნდი, ერთი ხანობა რეგიონალურ ლიგამდეც დაქვეითდა. და აი, მართლაც სასიკეთო ძვრებმა (სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის ხელმძღვანელობის დიდი დამსახურებით) "დილა" კვლავაც მოწინავე პოზიციებზე დააბრუნა და დღესდღეობით გორელები სავსებით საფუძვლიან პრეტენზიას აცხადებენ უმაღლესში დასაბრუნებლად.

პირველი ეტაპის შემდეგ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მივიდა (გიორგი ცეცაძე) და ახალი ფეხბურთელებიც (თანაც, ყველა მათგანი პირველ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა): ბექა შეყრილაძე ("დინამო"), დავით ჭითანავა, ვლადიმერ ჯოჯუა, ლევან თედიაშვილი (სამივე-"კოლხეთი"), ირაკლი ცნობილაძე ("ტორპედო"), ვაჟა ნემსაძე ("სიონი"), რომან ახალკაცი ("ოლიმპი"). "დილამ" მეორე ეტაპი შთამბეჭდავად დაიწყო: ზედიზედ სამ გამარჯვებას ერთი ფრე "მოაყოლა" კონკურენტ "გაგრასთან" და ისიც მისასალმებელია, რომ ნელ-ნელა იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას რომან გოგინაშვილი; შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელზე წლების წინ სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებდნენ, გარკვეული პერიოდი უცხოეთშიც ასპარეზობდა და ახლა მშობლიური ქალაქის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

სეზონის დაწყებამდეც "შეგუებული" ვიყავით იმ ფაქტს, რომ უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი "გაგრა" იქნებოდა. რაც მთავარია, კლუბის მეპატრონის, ბესო ჩიხრაძის დამსახურებით, გუნდმა ზაფხულშიც და ზამთარშიც ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, "გაგრამ" შეინარჩუნა ფეხბურთელთა ძირითადი ბირთვიც და გამოცდილი მწვრთნელიც. სხვათა შორის, უკრაინელი ანატოლი პისკოვეცი ერთადერთი ლეგიონერი მწვრთნელია, დღესდღეობით საქართველოს ჩემპიონატში (ყველა ლიგაში) ვინც მოღვაწეობს. ამ სპეციალისტის დიდი დამსახურებაა, "გაგრა" ორივე "ფრონტზე" წარმატებით რომ ასპარეზობს: შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალშია გასული და კლუბის ხელმძღვანელებს, სამწვრთნელო შტაბსა თუ ფეხბურთელებს მიზნად ევროტურნირებზე გასვლა აქვთ დასახული.

მეკარეები - ლადო ნადირაშვილი, კონსტანტინე სეფიაშვილი, მცველები - გიორგი ტყეშელაშვილი, ჯემალ გაბუნია, დავით გიგაური, ნიკა ჯიშკარიანი, ნახევარმცველები - მიკოლა ნაკონეჩნი, ზვიად ჩხეტიანი, ლევან შარიქაძე, ირაკლი ხუციძე, მიხეილ კობერიძე, აბაიომო ოვონიკოკო, თავდამსხმელები - ვლადიმირ ორდინსკი, შალვა კვანტალიანი, - ამ შემადგენლობით "გაგრა" უმაღლეს ლიგაშიც თავს არ შეირცხვენდა; თანაც, მეორე ეტაპის დაწყების წინ გუნდმა ფოთის "კოლხეთიდან" დავით ციცხვაია დაიმატა და, რაც მთავარია, ერთწლიანი პაუზის შემდეგ "გაგრას" დაუბრუნდა გიორგი გაბედავა.

მეორე ეტაპის სტარტზე პირველი ლიგის გათამაშების ერთ-ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა ბათუმის "დინამოს" წარმატებული სტარტი იყო: ამირან გოგიტიძის გუნდმა სამივე მატჩში გაიმარჯვა და უმაღლესში დაბრუნების რეალური პერსპექტივაც გაუჩნდა. ბათუმის "დინამოში" პირველ ეტაპზეც იყვნენ "საინტერესო" ფეხბურთელები: გიორგი კაჭკაჭიშვილი, გიორგი მანწკავა, ალექსანდრე ბაციკაძე; მეორე ეტაპის დაწყების წინ კი გუნდი სერიოზულად გააძლიერეს რევაზ თევდორაძემ, კარენ მაკარიანმა და ზაურ ხაჭიპერაძემ; ცალკე აღნიშვნის ღირსია 28 წლის მიხეილ კაკალაძე, ვინც გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ბათუმის "დინამოს" და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ გუნდის ერთ-ერთ უპირობო ლიდერადაც იქცა.

აი, დანარჩენი გუნდები კი, ვეჭვობთ, ზემოთნახსენები ოთხეულის დავაში ჩაერიონ: "გურიას" საამისოდ ფინანსები არ ეყოფა, "ჩიხურას" (კვლავაც გამოცდილი სოსო ფრუიძე რომ ხელმძღვანელობს) გრძელვადიანი პროექტი აქვს და ზუსტად ვერავინ იტყვის, თუ როდის გაუჩნდებათ საჩხერლებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნების ამბიცია.

საერთოდ კი, პირველი ლიგის თითქმის ყველა გუნდში არაერთი ისეთი ფეხბურთელი ასპარეზობს, სხვადასხვა დროს უმაღლესში რომ უთამაშიათ. თუმცა, მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ოზურგეთის "მერცხალის" ორი გამოცდილი მოთამაშეა: 36 წლის ცენტრალური მცველი მიხეილ ქობულაძე და 41 წლის მეკარე გია გოგუა (ეს უკანასკნელი მოთამაშე-მწვრთნელიცაა).

აქვე, მწვრთნელებზეც უნდა ვთქვათ - გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად ახალგაზრდებიც მრავლად არიან პირველ ლიგაში: დავით ჭელიძე ("იმერეთი"), ვალერი გაგუა ("ნორჩი დინამო"), ლაშა ჭაღიაშვილი ("ლოკომოტივი"). სხვათა შორის, ეს უკანასკნელი უმაღლეს და პირველ ლიგაში მოღვაწე მწვრთნელებს შორის ყველაზე უმცროსია - 29 წლის გახლავთ.


XXI ტური
გურია-ნ. დინამო 5:0
14.03. ლანჩხუთი. ე. შევარდნაძე. 300 მაყურებელი
1:0 ი. დეისაძე (42), 2:0 გ. ჯაჭვაძე (28, საკუთარ კარში), 3:0 ტ. კუკულაძე (55), 4:0, 5:0 ლ. რუსიეშვილი (61, 66).
გურია: მ. გოგუაძე, ჯ. გოგიბერიძე, რ. კუკულაძე, ს. ფირცხალაიშვილი, ბ. წერეთელი, გ. თოლორდავა (64. თ. სივსივე), ნ. ტოროტაძე, გ. შეწირული (33. მ. კოტრიკაძე), ლ. რუსიეშვილი (67. გ. კუკულაძე), ტ. კუკულაძე, იაგო დეისაძე
სათადარიგოები: ი. ხვედელიძე, ს. ბახია, თ. ლომაძე, ზ. რაზმაძე
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ფაცურია
ნ. დინამო: თ. ცინცაბაძე, გ. ჯაჭვაძე (46. ზ. კვარაცხელია), ნ. ბიწკინაშვილი, თ. ნემსიწვერიძე, გ. ჩუბინიძე, გ. ქვარაია, დ. ქიმერიძე, გ. თანიაშვილი, გ. შუშიაშვილი, ბ. ახალბედაშვილი (64. თ. ქირია) ი. მახათაძე (62. ფ. ზირაქაძე).
სათადარიგოები: დ. გლოველი, ა. ხვთისავრიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ვალერი გაგუა
გაფრთხილება: ნ. ბიწკინაშვილი
არბიტრი: შოთა ქუხილავა (სოხუმი)

მარტვილი-ჩიხურა 2:0
14.03. აბაშა. ცენტრალური. 300 მაყურებელი
1:0 გ. ამბროლაძე (55), 2:0 გ. თოდუა (75).
მარტვილი: ლ. გორდეზიანი, ი. ფაცაცია, გ. ჟვანია, თ. კაკუშაძე, ა. სუხიაშვილი, დ. ბერუაშვილი, გ. ილურიძე, გ. წოწორია, გ. ამბროლაძე (87. პ. ფონიავა), ლ. კუჭუხიძე (85. ო. ტორაძე), მ. ტაპე (59. გ. თოდუა)
სათადარიგოები: ჯ. შეროზია, ლ. გელაჭეიშვილი, დ. დეკანიოძე, კ. მელიავა
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
ჩიხურა: შ. დოღაძე, ი. გვეტაძე, ე. ზივზივაძე, გ. მიქაძე (82. ბ. დემეტრაშვილი), ა. ივანიშვილი, გ. ქიმაძე, ლ. ჩიკვაიძე, ნ. მაჭარაშვილი (70. ლ. ჩაგელიშვილი), თ. მუმლაძე, დ. ჩაგელიშვილი, ი. ზაბახიძე.
სათადარიგოები: გ. ბეგაშვილი, ი. ტყებუჩავა, დ. ქამუშაძე, ბ. პეტრიაშვილი, ა. ალავიძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: თ. მუმლაძე
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

იმერეთი-ჭიათურა 1:1
14.04. ხონი. ცენტრალური. 500 მაყურებელი
1:0 რ. კვერნაძე (72), 1:1 გ. ცუცქირიძე (90)
იმერეთი: ი. შენგელია, ვ. ბრეგაძე, ბ. ხაჭიპერაძე, თ. ხარებავა, რ. კაშია, ლ. კირკიტაძე, გ. გოდერიძე, ბ. ჩხეტიანი, ი. ვეკუა (61. რ. გვანცელაძე), მ. ჩხარტიშვილი, რ. კვერნაძე
სათადარიგოები: გ. ნიქაბაძე, დ. ფესტვენიძე, ბ. ბიბილაშვილი, ი. ასათიანი, გ. უგლავა, დ. ხაბურძანია
მთავარი მწვრთნელი: დ. ჭელიძე
ჭიათურა: გ. ბადურაშვილი, ბ. ჭუმბურიძე, გ. ბრეგვაძე, ნ. გაფრინდაშვილი, ნ. ტყემალაძე, ა. დოღონაძე, ლ. ქურდაძე, ზ. ნოზაძე (67. თემურ მიშველიძე), ლ. კობახიძე, ვ. ჯელაძე (85. დ. ტაბატაძე), გ. ცუცქირიძე
სათადარიგოები: ა. დარბაიძე, თემირ მიშველიძე, გ. ზაბახიძე, თ. კურტანიძე, ტ. კვატაშიძე
მთავარი მწვრთნელი: ამირან სევასტოპულო
გაფრთხილება: თ. ხარებავა, ბ. ხაჭიპერაძე; ა. დოღონაძე.
არბიტრი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)

ადელი-ლოკომოტივი 0:2
14.03. ბათუმი. ადელი. 150 მაყურებელი
0:1 ზ. გვაძაბია (31), 0:2 გ. ჭოველიძე (12).
ადელი: ი. დევაძე, გ. გორჯელაძე, გ. ზოიძე, მ. ფუტკარაძე, ნ. წულუკიძე (72. ს. მამეიშვილი), გ. ფალავანდიშვილი, დ.ჯალაღანია, ფ. მოროტიე (46. გ. ქოქოლაძე), ა. ლორია (73. გ. სირაბიძე), ა. აბუსერიძე, ლ. მამეიშვილი.
სათადარიგოები: გ. რომანაძე, ზ. მჟავანაძე
მთავარი მწვრთნელი: გია ჯორბენაძე
ლოკომოტივი: გ. ლოსაბერიძე, გ. შარანგია (52. ა. ძიძიგური), გ. კაპანაძე (78. დ. მიქავა), გ. ხატიაშვილი, ზ. გვაძაბია, ა. შენგელია (70. დ. ბაქრაძე), გ. ბოჭორმელი, გ. ჭოველიძე, თ. ჩარგეიშვილი, დ. საჯაია, ნ. შერაზადიშვილი.
სათადარიგოები: თ. ნიორაძე, დ. დარციმელია, დ. გაბელია, მ. ცინცაძე
მთავარი მწვრთნელი: ლ. ჭაღიაშვილი
გაფრთხილება: მ. ფუტკარაძე
არბიტრი: კობა ჭაჭუა (ქუთაისი)

კოლხეთი-მერცხალი 1:0
14.03. ხობი. ცენტრალური. 500 მაყურებელი
1:0 ო. ფიფია (79)
კოლხეთი: დ. ხარძეიშვილი, გ. გოგენია, ლ. გოგენია, გ. ფარფალია, მ. ბესარაშვილი, ი. კუტალია ც. ბუკია, ბ. ბუკია (76. კ. ალანია), გ. ლომაია (88. კ. გოგენია), რ. ცობეხია (61. ო. ფიფია), ვ. ფირცხელავა
სათადარიგოები: ზ. გელაშვილი, მ. შონია, ლ. ჩაჩიბაია, რ. ჩიტაია
მთავარი მწვრთნელი: კალისტრატე ხურცილავა
მერცხალი: გ. გოგუა, ვ. რამიშვილი, გ. ხამაშურიძე, ვ. ტუტოიანი, სერგო ვ. ჩიგოგიძე, გ. მაკასარაშვილი, რ. ჭეიშვილი, ზ. ტუღუში, ლ. ჩხაიძე (69. ნ. ხინთიბიძე), ლ. ათუაშვილი (59. სერგო გ. ჩიგოგიძე), თ. ცეცხლაძე (68. ი. ბაჯელიძე).
სათადარიგოები: ს. ვერულიძე, თ. ჩხატარაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ხარიტონ ჩხატარაშვილი
გაფრთხილება: თ. ცეცხლაძე, გ. მაკასარაშვილი
არბიტრი: ოთარ ხეცაძე (თბილისი)

გაგრა-დილა 1:1
14.03. თბილისი. მერანი. 1000 მაყურებელი
1:0 მ. კობერიძე (62), 1:1 რ. გოგინაშვილი (88).
გაგრა: კ. სეფიაშვილი, ლ. კალანდაძე, გ. ტყეშელაშვილი, ზ. ჩხეტიანი, ნ. ჯიშკარიანი, მ. ნაკონეჩნი, ლ. შარიქაძე, ი. ხუციძე, დ. ციცხვაია (46. ა. ოვონიკოკო), ვ. ორდინსკი (59. მ. კობერიძე), გ. გაბედავა
სათადარიგოები: ლ. ნადირაშვილი, დ. გიგაური, შ. კვანტალიანი, ბ. ქართველიშვილი, ნ. ჭკუასელი.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
დილა: ბ. შეყრილაძე, თ. შათირიშვილი, დ. ბაქრაძე, გ. ქარქუზაშვილი, დ. ჭითანავა (84. ი. ლომიძე), ვ. ჯოჯუა, ო. ცარიელაშვილი, დ. რაჟამაშვილი, ვ. ნემსაძე (59. ი. ცნობილაძე), რ. გოგინაშვილი, რ. ახალკაცი (78. ა. კვარაცხელია)
სათადარიგოები: ბ. კეჩხუაშვილი, ლ. თედიაშვილი, ნ. ნოზაძე, დ. ტლაშაძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
გაფრთხილება: მ. ნაკონეჩნი, ლ. შარიქაძე; დ. ბაქრაძე, რ. ახალკაცი.
არბიტრი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)

სამგურალი-ჩხერიმელა 0:3
14.03. წყალტუბო "26 მაისი". 300 მაყურებელი
0:1 გ. ზაქარაშვილი (4), 0:2 ჯ. ავალიშვილი (64), 0:3 გ. ზაქარაშვილი (67).
სამგურალი: დ. ხურცილავა, გ. ჩიხლაძე, ლ. ნავერიანი, ზ. ჩიხლაძე, ნ. ბაბუნიძე, ხ. უგრეხელიძე (68. გ. ბუხაიძე), ნ. უგრეხელიძე (69. ლ. ცხადაძე), ი. შალიკაშვილი, გ. უგულავა, ზ. ქუთათელაძე, მ. მესხი (66. ზ. კუხალაშვილი).
სათადარიგოები: შ. ესებუა ზ. საღინაძე, გ. თევდორაძე, ლ. მესხი
მთავარი მწვრთნელი: ელდარ ჯიმშელეიშვილი
ჩხერიმელა: ი. კუჭუხიძე, ვ. ტაბატაძე, ნ. ხარაბაძე, ა. ქაშაკაშვილი, ც. ხარაბაძე, ლ. მახარაძე გ. თურმანიძე (75. გ. ხეცურიანი), რ. ჩიხლაძე (67. კ. ძაგანია), ა. ლაბაძე (85. თ. კიკნაძე), გ. ზაქარაშვილი, ჯ. ავალიშვილი
სათადარიგოები: მ. ლომსაძე, გ. გიორგობიანი
მთავარი მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
გაფრთხილება: ნ. ბაბუნიძე, ი. შალიკაშვილი; გ. ზაქარაშვილი, ვ. ტაბატაძე
არბიტრი: გიორგი დოგრაშვილი (ქუთაისი)
"მეშხატე"-"სქური" - გადაიდო
"ბათუმი" - ისვენებდა


მომდევნო ტური:
18 მარტი, პარასკევი
ლოკომოტივი-სამგურალი
ჩხერიმელა-კოლხეთი
მერცხალი-გაგრა
დილა-მეშახტე
ჭიათურა-ბათუმი
სქური-მარტვილი
ნ. დინამო-იმერეთი
ჩიხურა-გურია
ადელი - ისვენებს.





.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული