ქობულეთის "ჩელე არენაზე" "დაწყევლილი" საფარი მომავალი წლიდან შეიცვლება

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდი ჩემპიონატის მეორე ნახევრიდან ბათუმის სარაგბო სტადიონზე ითამაშებს, "ჩელე არენაზე" კი საფარის შეცვლასა და სარემონტო სამუშაოებზე მომავალი წლიდან იზრუნებენ.

"ბათუმის რაგბის სტადიონის ხელმძღვანელებს, ზვიად უნგიაძესა და მუხრან ვახტანგაძეს ველაპარაკე და მათი თანადგომით, მესამე წრიდან სწორედ ამ სტადიონზე ვითამაშებთ.

ქობულეთში მოედნის საფარის შეცვლა წელს ვერ ხერხდება, რადგან ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული საამისო ხარჯი. მომავალი წლიდან კი 3,5-მილიონლარიანი პროექტის განხორციელება დაიწყება.

"ჩელე არენის" ტრიბუნების ნაწილი გადაიხურება, განათება დამონტაჟდება, სარბენი ბილიკები მოეწყობა, ბობოყვათში
კი გუნდისთვის სპორტული კომპლექსი აშენდება", - განაცხადა ჩელებაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის სტადიონზე არსებული ხელოვნული საფარი არაერთი ფეხბურთელის მძიმე ტრავმის მიზეზი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბუნებრივი საფარი დააგეთ თქვე დალოცვილებო.
sos
04 ივლისი 2017 16:37
0
ცოტა ხანში აღმოჩNდება რომ არაფერი არ არის გაკეთებული და ფული მოტეხილია :)
დინამო
04 ივლისი 2017 16:27
0
სარბენი ბილიკი რათ გინდათ კაი ფული რჩება? არ დაიწყოთ ეხლა ზღაპრები სხვა სპორტი და რამეო.
ice
04 ივლისი 2017 15:34
0

სიახლეები პოპულარული