"ბათუმის რაგბის სტადიონის ხელმძღვანელებს, ზვიად უნგიაძესა და მუხრან ვახტანგაძეს ველაპარაკე და მათი თანადგომით, მესამე წრიდან სწორედ ამ სტადიონზე ვითამაშებთ.
ქობულეთში მოედნის საფარის შეცვლა წელს ვერ ხერხდება, რადგან ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული საამისო ხარჯი. მომავალი წლიდან კი 3,5-მილიონლარიანი პროექტის განხორციელება დაიწყება.
"ჩელე არენის" ტრიბუნების ნაწილი გადაიხურება, განათება დამონტაჟდება, სარბენი ბილიკები მოეწყობა, ბობოყვათში
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის სტადიონზე არსებული ხელოვნული საფარი არაერთი ფეხბურთელის მძიმე ტრავმის მიზეზი გახდა.