გია ცეცაძე: ევროტურნირს თუ გამოვეთიშებით, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. 11 ივლისს ქართული კლუბი აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" ბაქოში ესტუმრება.

მანამდე კი სამტრდიელებმა ფორვარდი ნიკა საბანაძე და მცველი ბაქარი ბალდე დაიმატეს.

როგორ მიდის მზადების პროცესი და იგეგმება თუ არა კიდევ ტრანსფერები, ამის გასაგებად Sportall.ge "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დავუკავშირდით.

- ჩვეულებრივ, ვემზადებით. ორი ტრანსფერი განვახორციელეთ და ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ კლუბის ხელმძძღვანელობა ამ საკითხზე კიდევ მუშაობს. ვნახოთ, რა იქნება. შეაძლოა, ტრანსფერები კიდევ იყოს.

- რა პოზიციებზე საჭიროებთ გაძლიერებას?
-
ყველა პოზიციაზე გვყავს კარგი ფეხბურთელები, უბრალოდ, კონკურენციის გაზრდა იქნებოდა კარგი.

- მეტოქეზე რას გვეტყვით? ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში "ყარაბაღმა" 10 გოლი გაუშვა...
- ამხანაგურ მატჩში წაგება და 10 გოლის გაშვება არაფერს ნიშნავს. "ყარაბაღი" ძლიერი გუნდია და ბრძოლა იქნება. ჩვენი სურვილი ამ ეტაპის გადალახვაა.

ვაკეთებთ ანალიზს, ვსწავლობთ მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. არ მგონია, ამ წყვილში ყველაფერი პირველმა მატჩმა გადაწყვიტოს.

- სამმა ქართულმა კლუბმა პირველი მატჩები ჩაატარა ევროტურნირებზე და სამივემ - წარუმატებლად. შედეგად, გულშემატკივართა ნაწილმა ეს წარუმატებლობა ჩემპიონატის ახალ ფორმატს დააბრალა. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ფორმატი და ადგება თუ არა ის "სამტრედიას"?
- ეგ არასწორი ხედვა და არასწორი მიდგომაა. არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას იმდენად დიდი ანალიტიკოსები, რომ ექვს თვეში დასკვნას დებდნენ, გაამართლა თუ არა ფორმატმა. მიდგომა, რომ დღეს გაკეთებულმა საქმემ ხვალვე შედეგი უნდა მოიტანოს, არასწორია. მხოლოდ 1-2 წლის შემდეგ შეგვეძლება თქმა, გაამართლა თუ არა, მაგრამ არა ახლა.

ჩემი გუნდიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს ფორმატი უფრო გვადგება და ახლა იმაზე გაცილებით უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე წინა წელს ერთი თვის დასვენებულები ვიყავით. მაშინ ფორმაში შესვლა რთული იყო, ახლა კი მომზადებული არიან ფეხბურთელები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გაივლი ყველა ეტაპს, ბევრი რამ მეტოქეზეა დამოკიდებული, მაგრამ ფორმაში მყოფი გუნდი ფორმიდან ამოვარდნილს რომ სჯობს, მაგას ჩემი თქმა რად უნდა?!

ამიტომ დღეს იმაზე საუბარი, რომ ფორმატმა არ გაამართლა, მართებულად არ მიმაჩნია. თუ წავაგებთ და ევროტურნირებს გამოვეთიშებით, პირველ რიგში, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის. სხვა ფორმატი რომც იყოს, მაშინაც ასე იქნებოდა. შენი წრუმატებლობა გარე პიობებს არ უნდა დააბრალო.
მკითხველის კომენტარები / 25 /
თავს ნუ იტყუებთ ქომაგები, ასეთი შემადგენლობით და ასეთი უსუსური გუნდით საკვალიფიკაციოზე გასვლას აზრი არ აქვს. კლუბის ვაი ხელმძღვანელობაც შეგუებულია პირველი ეტაპიდან გამოვარდნას ,ეხლა რომც დაიმატონ ფეხბურთელები შეთამაშებას მაინც ვერ მოასწრებენ ,ჩემპიონატი რო დაიწყო მაშინ უნდა გაძლიერებულიყვნენ . რა ტყუილად აფინანსებს ფედერაცია ამ კლუბებს ეგ ფულები კლუბების ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება და არ ხმარდება კლუბების განვითარებას .....
დათო - სიმართლე
10 ივლისი 2017 14:04
0
აქ ერთი-ორი აღნიშნავს რომ მაღთლაც უპრავებს ფედერაციას ამ რეფორმას და ძალიან კარგი მართლაც დაველოდოთ დაველოდოთ...... მაგრამ ყველაზე უარესი ის არის რომ დრო... დრო არის აქ მთავარი 25 წელი ძალიან ბევრია რაც ქართულ ფეხბურთს არ გაუხარია და რაიმეს ხომ უნდა მოესწროს ჩვენი ერიც! დინამოს არ იყოს რამდენი წელია რაც ფიფია დინამოს პრეზიდენტია, ათას რეფორმას აკეთებდა და აკეთებს( ვერავინ ვერ დაძრახავს დინამოს პირობებში ან თუნდაც ფინანსებში) და შედეგი ისევ არ ჩანს ეს არის და ეს...
svan
09 ივლისი 2017 19:36
0
აი ეგ არი სამტრედიის ხემდზგვანელობა
saswrapos magivrad manqanas wite jvars adeben
09 ივლისი 2017 18:23
0
ბატონო გია, ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად,ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს კარგი ფორმატია.მაპატიეთ, მაგრამ თქვენ, ამ გამონათქვამით უბრალოდ "უპრავებთ" ამ სულელურ ნაბიჯს ფედერაციის ბოსებს! რუსეთიც კი შემოდგომა-ზფხულზე გადავიდა!!!, ჩვენ კი რა გვჭირს???ჩვენთან ხომ აშკარად უკეთესი კლიმატური პირობებია? ეს ხომ აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯია!!!???
გიორგი
09 ივლისი 2017 12:05
0
romandro xo xedav samtredis stadioni cels ro nel nela carieldeboda xoda ese tu gagrdzelda marto hen darhebi mag stationze tahis damkvrelad dzmao adre vicodot ro gunds uhirda yvelanairad gverdit udekit fulic ki agvikrepia gundistvis exla ki iset xelhia ufro uketesi gundi unda gvyavdes yovel hemtxvevahi hukuras mainc unda ugebdes saxlhi tkveni aseti midgomit isinic ar grdznoben pasuxismgeblobas cxvrebivit nu gavyvebit gulhematkivari tu vart unda movitxovot ro uketesi gundi gvayavdes am patronis xelhi
guhematkivari
09 ივლისი 2017 00:18
0
sastavi dadet vin itamaheb bakohi samtredis presamsaxurs mivmartav yavs saertod presamsaxuri am guds hempionta liga una itamahos zeg gundma da dges daido rogorc ikna ragas mcire informacia gasagebia rasac unda velodet zeg neta vcdebode ise knas sakme kofiliyos laparaikis nacvlad sxvebis sayuradgebod vcer samtredias axla iseti patroni yavs portogalis mesame ligidan ki ara portogalis mero ligidan mainc unda moyavdet fegburtelebi mara ver imeteben gudistvis isev momavalhi taviant sasargeblot imito ro samtrediahi fegburti did rols tamahobs gamgebi gaigebs
gulhematkivari
09 ივლისი 2017 00:03
0
დინამოს მერე სამტრედია თამაშობდა სანახაობრივ ფეხბურთს შემტევს და მეიმედება რატომღაც.ყარაბაღს გავაოცებთ მგონია.
პაატა
08 ივლისი 2017 22:07
0
დაცვაში მხოლოდ და კონტრ იერიშები ერტადერტი შანსი რომ სამარცხვინოდ არ წავაგოდ
g;d
08 ივლისი 2017 21:04
0
არ გამოაქვრყნოთ ცემი კომენტარი, ეპადხალიმეთ ერთმანეტს და იყავით იმის მაგივრად ქარტულ ფეხბურთს ქომაგობდეთ აქ ბოღმებს ანთხევთრონალდო და მარსელო არც ინამოს არ დაუმატწბია დინამო რაც თავი მახსოვს მუდმივად დასავლეტ საქართველოდან წაყვანილი ფეხბურძტელებით ივსებოდა, მათ სორის სამტრედია ქუტაისიდან.ხლაც ცაიხედეთ რამდენი გყავთ სამტრედიელიან იმერეთის გუნდებიდან. ასეთი გულსემატკივარი არ იყო არასდროს საქარტველოში ერზტი გუნდი ივსებოდა მტელი საქართველოდან და მას ქომაგობდა ყველა. ეხლაც სეიძლებოდა განძრეულიყო ყველა და საქართველოს სახელით მოასპარეზე გუნდი გაეზლიერებინათ. მაგრამ ყველა ეგოისტია ამ ქართულ ფეხბურთში, მხოლოდ საკუტარ მოგებაზე და სარგებელზე ფიქრობს
სანდრო
08 ივლისი 2017 18:53
0
სადგაც გულის გულსჰი ცეცადზის იმედი მაინც მაქვს
nugzari
08 ივლისი 2017 18:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული