შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" ხვალ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს "ტრენჩინის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.
"ყველამ იცით, რომ ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ წარმატებისთვის ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ. ფეხბურთში სასწაულები ხდება და იმედია, ჩვენც მოვახდენთ!
სლოვაკეთიდან ჩამოსვლიდან რამდენიმე დღე გავიდა, ფეხბურთელებმა დაისვენეს და ხვალინდელ მატჩს სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ხვდებიან. მჯერა, გუნდი როგორც ტაქტიკურად, ისე ტექნიკურად გამართულ ფეხბურთს
ტრავმის გამო ლაშა კუჭუხიძე დაგვაკლდება. ორი ფეხბურთელი, გაბრიელ საღრიშვილი და შალვა ბურჯანაძე 19-წლამდელთა ნაკრებში არიან და მათ წარმატებებს ვუსურვებ.
ხვალ მეტოქეს მაღალი პრესინგი უნდა შევთავაზოთ და რაც შეიძლება მეტი შეცდომა დავაშვებინოთ. გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, რომლებსაც ეს შეუძლიათ, ასე რომ... მთავარია, ბურთი ვაკონტროლოთ და აგრესიულად შევუტიოთ.
დღეს არ მინდა იმ მიზეზებზე საუბარი, რის გამოც პირველ შეხვედრაში ასე დავმარცხდით. ავიღე პასუხისმგებლობა ჩემ თავზე, რადგან არ მინდა ფეხბურთელებზე ვინმემ ისეთი რამ თქვას, რაც არ ეკუთვნით. ამიტომ, ახლა ამის დრო არ არის - ხვალინდელი მატჩის შემდეგ დავჯდებით და მომხდარს მერე გავაანალიზებთ.
რაც მთავარია, "ტორპედოს" გულშემატკივრები იმედიანად არიან განწყობილები. მათ ფეხბურთელების სჯერათ და დიდი მადლობა ამისთვის. დარწმუნებული ვარ, სტადიონი ხვალ სავსე იქნება და როგორც იტყვიან, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ" - თქვა ჩხეტიანმა.