[ექსკლუზივი] გუგა ფალავანდიშვილი ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, ქართველი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმება დღეს შედგა. კონტრაქტი ამა წლის დეკემბრამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ ფალავანდიშვილი "ტორპედოს" ღირსებას 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის თებერვლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან "ტორპედოსთან" ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო.

კარიერის განმავლობაში 23 წლის ნახევარმცველს "გაგრაში", თბილისის "დინამოში", გორის "დილასა" და კიშინიოვის "დაჩიაში" აქვს ნათამაშები.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს კარგია კიდევ სამი-ოთხი კარგი ფეხბურთელია საჭირო წარმატებები ტორპედოს
gela
08 ივლისი 2017 10:58
0
მოაშორეთ სად ცავიდა ან რა ეგონა ბარსა აიკვანდა?
maxo
07 ივლისი 2017 22:32
0
სამშობლოსათვის და სტალინისათვის არაა? ფული კი ხელის ჭუჭყია და ხალხის მტრობაა.
Me-s
07 ივლისი 2017 22:29
0
ასეთი ფეხბურთელი არ უნდა აიყვანოთ არცერთ გუნდში, რადგან ისინი ფულის გამო თამაშობენ და არა სამშობლპზე ფიქრით.
მე
07 ივლისი 2017 22:17
0
ეტყობა გუგამ საზღვრებს გარეთ კლუბი ვერ მოძებნა და გასაგებია ფორმის შენარჩუნება უნდა სანამ მოძებნის . ყველა ქართულ კლუბს ურჩევ რო ესეთი მოხეტიალე, ძალათ ფეხბურთელები არ აიყვანოთ ,რადგან მათ საკუთარი თავის გარდა არაფერი არ აინტერესებთ ... არც კლუბის წარმატება ანაღვლებთ და არც თანაგუნდელების ...
დათო რუსთავიდან
07 ივლისი 2017 22:01
0
ისევ და ისევ კლუბების განვითარების არასწორი პოლიტიკა. ნახევარი წლით ფეხბურთელის მოყვანა უაზრობაა, რაში გამოგადგებათ ეგეთი ფეხბურთელი რომელიც მოსვლისთანავე გაქცევაზე ფიქრობს ???ფეხბურთელი ვინც სამ წელზე ნაკლებ კონტრაქტს მოითხოვს ნუ აიყვანთ ,მაგათ აყვანას ჯობია ხუთ წლიანი კონტრაქტები დაუდოთ ახალგაზრდებს და მთავარ გუნდში დააწინაუროთ,ასე აჯობებს კლუბების განვითარებისთვის. არ დაიღალეთ ამ მოხეტიალე ვაი ფეხბურთელებით ????
დათო - სიმართლე
07 ივლისი 2017 21:45
0
აბა ფედერაციამ ავკრძალეთ 6 თვიანი კონტრაქტებიო? თუ ფედერაციას არც სიტყვა აქვს,არც ნამუსი და არც უფლება? რომ ასეთი კონტრაქტებისათვის ორივე მხარე დასაჯოს?
Guadua
07 ივლისი 2017 21:45
0
6 თვიანი ფეხბურთელით ვერ აშენდება გუნდი... მერე ისევ ახალი იქნება საძებნი და ა.შ. გრძელვადიან ხელშეკრულებებზე იმუშავეთ, მინიმუმ 3 წლიანზე და ჩხეტიანი მოაშორეთ გუნდიდან თორემ მაგას მესიც რომ უყიდოთ,მასაც საკუთარ საჯარიმო მოედანთან ახლოს დააწყებინებს ბურთის გორებას,ასეთი ტაქტიკა აქვს ჩხეტოს.
mamulo
07 ივლისი 2017 21:24
0
კარგია, მაგრამ ან წასვლა რაიყო ან კიდევ 6თვით მობრუნება რაარის
გივი
07 ივლისი 2017 21:10
0
დეკემბრის მერე წავა და ეგეთი ტრანსფერი რაში გაწყობთ ვერ გავიგე, 6 თვიანი ფეხბურთელით ვერ აშენდება გუნდი... მერე ისევ ახალი იქნება საძებნი და ა.შ. გრძელვადიან ხელშეკრულებებზე იმუშავეთ, მინიმუმ 3 წლიანები, აფრიკული ბაზრისკენ გაიხედეთ, აფრიკელებს ევროპისკენ უჭირავთ თვალი და კაპიკებზე ნებისმიერი წამოვა, ელემენტარული სირბილი იციან და სწრაფები არიან, რაც ქართველი ფეხბურთელების პრობლემაა...
anti
07 ივლისი 2017 20:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული