გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"

AutoSharing Option
ურეკში შეკრებაზე მყოფმა "ზუგდიდმა" პირველი საკონტროლო მატჩი ეროვნული ლიგის ქობულეთის "შუქურასთან" გამართა.

ზუგდიდელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა გოჩა ხოჯავა, რომლის აქტიურობას მოჰყვა პირველი გოლი: მის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ვარდნაში ერთი შეხებით გაიტანა დათა ქირიამ - 1:0.

მეორე ტაიმში ქობულეთელებმა გიორგი კახელიშვილის გოლით გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ გიორგი ფხაკაძემ მეტოქის კარი მეორედაც აიღო და "ზუგდიდმა" 2:1 გაიმარჯვა.

ახალწვეულებმა "შუქურაშიც" ითამაშეს: მათ შორის იყო ბათუმის "დინამო
დან" წამოსული გელა გოგიტიძე, ზურაბ მალანია, რომელიც აქამდე "ზუგდიდში" გამოდიოდა, თბილისის "დინამოს" ორი მოთამაშე - გია ჩადუნელი და გიორგი გოგილაშვილი, ასევე, "სამტრედიის" ყოფილი ფორვარდი დავით ჩაგელიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული