ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" საგურამოს ბაზაზე გორის "დილასთან" ამხანაგური მატჩი გამართა და 3:1 მოიგო.

ბოლნისის "სიონთან" მატჩის მსგავსად, თბილისელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს ახალწვეულებმა გიორგი გოროზიამ და ლევან ქურდაძემ, 27-ე წუთზე კი მოედანზე ლაშა გვალია გამოჩნდა - "ლოკომოტივის" პრესსამსახურის ცნობით, უკვე გადაწყდა, რომ 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი კარიერას თბილისურ გუნდში გააგრძელებს.

ანგარიში "ლოკომოტივში" ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლუკა კიკაბიძემ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, გეგა დიასამიძემ გორელებს მეორეც გაუტანა. 54-ე წუთზე, ლუკა ვარძელაშვილის საგოლე გადაცემით დიასამიძემ დუბლი შეასრულა 3:0.

სტუმრებმა ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე გაიტანეს:
თავი დავით კირკიტაძემ გამოიჩინა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს, გიორგი დევდარიანის გუნდი 15 ივლისს, სომხური "ბანანცის" წინააღმდეგ ისევ საგურამოს ბაზაზე გამართავს.

"ლოკომოტივი": თევდორაძე (46. ქურდაძე), ჩიტეიშვილი (70. ქავთარაძე), რეხვიაშვილი, ქურდაძე (46. ანდრონიკაშვილი), უბილავა, ჭანტურია (46. ბარანოვი), კომახიძე (46. ვარძელაშვილი), დიასამიძე (70. წულეისკირი), კიკნაძე (75. გაბრიჩიძე), კიკაბიძე (46. ბუღრიძე), გოროზია (27. გვალია/73. შეწირული).

"დილა": მუჯრიშვილი, ალიუ აბუბაქარი, კვახაძე, პაპავა, ნ. კირკიტაძე, რაზმაძე, ძარია, პედრინიო, აშორტია, ნონიკაშვილი, ტარავალიე; შეცვლაზე შემოვიდნენ: კუსიანი, გაგოშიძე, მაჩაიძე, კიკაბიძე, ნუბიო ფლავიო, დ. კირკიტაძე, იაია აბუბაქარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული