- ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები ცნობილია
წილისყრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედიაც" მონაწილეობდა. გაირკვა, რომ "სამტრედიისა" და "ყარაბაღის" წყვილის გამარჯვებული მესამე ეტაპზე "შერიფსა" და "კუკესის" შორის უფრო ძლიერს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ქართულ გუნდს პირველი თამაში 0:5 აქვს წაგებული.
"ყარაბაღის" მთავარ მწვრთნელ გურბან გურბანოვს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა წილისყრის შეფასება თხოვეს.
"ახლა არც "შერიფი" მაინტერესებს და არც - "კუკესი". 18 ივლისს, ჯერ "სამტრედიასთან" საპასუხო მატჩი გველის და სწორედ მისთვის ვემზადებით.