600 დღეს, დანარჩენები ხვალ - "ყარაბაღს" თბილისში გულშემატკივარიც მოყვება

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" საქართველოში თავის გულშემატკივართან ერთად ჩამოდის.

ხვალ, 18 ივლისს, "ყარაბაღი" "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს "სამტრედიასთან" გამართავს.

azerisport.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი გულშემატკივრისთვის სტადიონზე 8 000 ადგილია გამოყოფილი. წყაროს ცნობით, 600-ზე მეტი გულშემატკივარი თბილისში დღეს ჩამოვა, დანარჩენები კი - ხვალ.

"სამტრედიისა" და "ყარაბაღის" დაპირისპირება ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ბაქოში "ყარაბაღის" გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
რისი იმედი აქვთ მაგ საწყლებს ,რომ ჩამოდიან !>>>>ცენურა მარტო შენიანზე იბლოკება? საწყლებიო მოდი და არ გაიცინო ევროპაში კლუბებს შორის ბოლოს წინ ვართ და აზერები არიან საწყლები ხო? იმიტოა ჩვებნი საქმე ასე ვისაც საჭიროა იმას ვერაფერს უბედავთ და თბილისიდან კი ლანძღავთ სრულიად არაფერ შუაში მდგომ ერს და ვინ არის საცოდავი ფაქტია სამწუხაროდ
ნოდო
17:24 17-07-2017
0
ხვალ მაინც დაარტყით კარებში,თუ არ დაარტყი გოლი არ გავა.აქ მაინც არ შეირცხვინოთ თავი, თქვენი გულშემატკივრების წინაშე.წარმატებები
კახა ქირია
17:19 17-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული