გია ცეცაძე: 0:5 წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოში დაბრუნების გვრცხვენოდა...

AutoSharing Option
"ყარაბაღთან" მატჩის წინა დღეს, "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დღეს, 17 ივლისს, "დინამო არენას" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 ივლისს, 21:00 საათზე, "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სწორედ "დინამო არენაზე" "ყარაბაღის" წინააღმდეგ გამართავს. პირველი მატჩი აზერბაიჯანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

"ხვალინდელ მატჩში ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება", - ასე დაიწყო პრესკონფერენცია სამტრედიელთა თავკაცმა.

"მოდით, ფინანსურად ნურც ლუქსემბურგის კლუბს შევედრებით და ნურც - "ბარსელონას". ჩვენ ჩვენს ფეხბურთზე ვიზრუნოთ და ვეცადოთ, ის პრობლემები აღმოფხვრათ, რომელიც გვაქვს. იმ
პრობლემებზე სასაუბროდ კი, რომელიც ქართულ ფებხურთშია, ერთი გადაცემაც არ მეყოფა.

პირველ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. 20 წუთში, რომელშიც კონცენტრაცია დავკარგეთ, მეტოქემ 4 გოლი გაგვიტანა. ლოგიკურია, რომ ამ დონის გუნდი მოდუნების უფლებას არ მოგცემს და დაგსჯის. ამ ყველაფერმა ქართულ და აზერბაიჯანულ ფეხბურთს შორის სხვაობაც დაგვანახ. ვერ გავექცევით ამ ყველაფერს. ნეტავ, პირიქით იყოს, მაგრამ რა ვქნათ, ასეა!

"ყარაბაღმა" პირველ მატჩში" არ მოგვცა საშუალება შეტევაში გვეთამაშა ის ფეხბურთი, რომელიც ვიცით. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ხვალ ცვლილებები გვექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვალთ და აუცილებლად 6:0 მოვიგებთ.

პირველ მატჩში ასეთი ანგარიშით წაგება ფინანსების ბრალი არ არის: ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი ფეხბურთელების ბრალია!

ის ფეხბურთელები, რომლებმაც იანვარში კლუბი დატოვეს, საქართველოზე ცუდ ჩემპიონატში არ წასულან, მაგრამ დღეს რომ ისინი აქ ყოფილიყვნენ, სულ სხვა სურათი გვექნებოდა. ეს ფეხბურთის ნაწილია და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

არ გვაქვს საქართველოში ფეხბურთელთა ის რესურსი, რომელთა შეკრებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებთ. ვინც მზადაა ამისთვის და ვინც მაღალ დონეზე თამაშობს, ის უცხოეთშია და ეს არაა ცუდი, რადგან ნაკრებს მაინც ადგება.

მინდა, სამტრედიელ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობთ. 0:5 წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოში დაბრუნების გვრცხვენოდა, მათგან კი ამ დროს იმდენი თბილი სიტყვა მოვისმინეთ... ერთი ოჯახი ვართ და ხვალ ვეცდებით, მოვიგოთ და ასე გავახაროთ ისინი", - დაამატრა ცეცაძემ.

პრესკონფერენციას სამტრედიელთა კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილიც დაესწრო.

"5:0 წავაგეთ და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა ხვალ ვეცდებით, მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. თანაც, ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე წელს არ მოუგიათ და გვინდა, ჩვენ მოვიგოთ.

მთლიანად მატჩზე ვართ კონცენტრირებულები და ვნახოთ, რა იქნება. "გაბალასთანაც" ასე წავაგეთ, მაგრამ შემდეგ მოვიგეთ. იმედგაცრუებულები ვართ ძალიან...

მადლობა სამტრედიელ ქომაგს ჩვენს გვერდში დგომისთვის. იმედია, გამარჯვებით გავახარებთ", - თქვა დათუნაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
გეგუჩაძეს რომ ვერ გაიხსენებ მოდი ნუღარ დააკომენტარებ ქართული ფეხბურთის თაობაზე. რეალს ბარსას უბალეშჩიკე და გაგიხარდება წარმატებები. წადი კარგი ვიცით ქართველებმა. მორჩა გვეშველება? და ქართველ მსაჯს რაც შეეხება ორი პენალტი აჩუქეს ისედაც ყარაბაღს
Tb
18 ივლისი 2017 09:30
0
au ramdeni profesori gvyavs ra,komentarebitac rom ukarnaxot cecazes ra taktikit itamashos da ra unda gaaketos gundshi uechveli gavalt shemdeg etapze D D D...klaviaturaze ikargeba talantebi...
romandro
18 ივლისი 2017 07:23
0
Yoveltvis ragac mizezebs edzebt ... Pirdapir tqvi rom me var dabali donis treneri,chemi pexburtelebi arian lotebi,tu cxvari da 20 ani gagvechita mag dges ar varjishobt... )))
Noe
18 ივლისი 2017 02:23
0
ხალხო რა მაინტერესებს რომ წავიდეს ცეცაძე სამტრედია გავა შემდეგ ეტაპზე თუ რა? მოიყვანენ ვიღაც პირველი ლიგის მწვრთნელს და უარეს დღეში ვიქნებით ცეცაძეს კარგი ფეხბურთელები მოუყვანეთ და ნახავთ თუ არ დადებს შედეგს შარშანდელის მერე გუნდი დაუსუსტეს გაძლიერების მაგივრად. გასაგებია ასეთი ანგარიშით არ უბდა წაეგოთ მაგრამ ფეხბურთია ყველაფერი ხდება სამწუხაროდ ჩვენთან დონე წლიდან წლამდე ეცემა და იმიტომაა ასეთი კატასტროფული ანგარიშებით რომ ვაგებთ ევროთასებზე .
დიტო
18 ივლისი 2017 00:58
0
ვისაც მართლა რცხვენია, ასეთი თამაშების შემდეგ მიდის პოსტიდან. სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს რომ ასე ითამაშებ, იქ უაზრო თავის მართლება ზედმეტია. ჩხეტიანი რა ნამუსით რჩება თანამდებობაზე? ქართულ რეალობაში ვინც თავმოყვარე, პროფესიონალი მწვრთნელივით მოიქცა, იყო ზესტას ტრენერი, ახლა რომ 21-წლამდელებშია. გვარს ვერ ვიხსენებ.
odala
17 ივლისი 2017 23:46
0
გია ბატონო
ხვალ სამტრედიას ისევ დაღუპავს თქვენი ტაქტიკა და ისევ წააგებთ,ისევ დაფეთებული იქნება მინდორზე სამუშია,ჯიქია,რაჟამაშვილი,ისევ თვალების აქეთ-იქით ცეცებით(მწვრთნელი ხომ ცეცა ჰყავთ) იქნება დაკავებული ბერიაშვილი და დათუნაიშვილი,...თქვენ ფეხბურთელები კი არ დაუმორჩილეთ ლოგიკას,სისტემას კი არ მიაბით,არამედ უბრალოდ დაჩაგრეთ,მათ აზროვნების და კრეატივის ხალისიც კი არა აქვთ. წაგების მერე რას აპირებთ,სახლში არ წასვლას? გასულ წელს 5-1 ზე არ წადით კლუბიდანმ,ახლა 5-0 ზე არ მიდიხართ. ჰოდა საერთოდ რატომ ამბობთ რაიმეს წასვლას,დარჩენას, დაბრუნებაზე?
isev da isev ?
17 ივლისი 2017 23:35
0
ჩვენ არ გავიხარებდით თუ გვეწყინებოდა თქვენი გასვლა?! როგორც ალაშკერტმა ითამაშა 1:1..... და საერთოდ ნებისმიერ სხვა გუნდმა(მოყვარულებმაც)! მოვიდოდა ხალხი სტადიონზე....
svan
17 ივლისი 2017 22:46
0
მსაჯი უნდა იყოს ქართველი და ისე იმსაჯოს როგორც ეროვნულ ლიგაში. (ანუ ერთი-ორი პენალტი გაჩუქოთ)სხვა საშველი არ არის.
v
17 ივლისი 2017 21:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული