"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"

AutoSharing Option
18 ივლისს, "ყარაბაღთან" განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, "სამტრედიას" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

"ძალიან გვინდოდა საპასუხო მატჩის მოგება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერადაც დავმარცხდით. გულშემატკივარი ნახავდა, რომ მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ის, რომ ვერ მოვიგეთ, შეგვიძლია უიღბლობასაც დავაბრალოთ. მეტოქეს კარში არ დაურტყავს და ისე მოგვიგო...

"ყარაბაღი" ძალიან ძლიერი გუნდია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კანდიდატიცაა. დღეს ვაჯობეთ და ეს შეიძლება პირველი მატჩის ანგარიშიდანაც გამომდინარეობდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია"
"ყარაბაღზე" უკეთესი იყო!", - თქვა დათუნაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
საერთოდ მეორე თამაში იმათვინ ვარჯიში იყოგუნდის კაპიტანი რომ იტყვის მეორე თამაშში სამტრედია ჯოვდა აბა იმას რა უნდა მოსთხოვო კაცმა ერთიდ ნოლი წააგო დასამტრედია ჯობდაო...
rexeli
20 ივლისი 2017 08:58
0
ფუ, ეს უნამოსოები, ვაჯობეთო კაცოოოოოოო, გაგიგიათ!!!!!!!!!!!!!
ამათ უნამუსობასაც რომ აღარაა აქვს საზღვარი, უხ თქვენი!!!!!!!!!!!
mamuka
20 ივლისი 2017 08:27
1
თავს ნუ იტყუებთ...5-0 თამაში აქვს მოგებული და როგორ წარმოგიდგენიათ თავს მოიკლავენ..ივარჯიშეს და თანაც კვლავ დავგამარცხათ....უიღბლობა და ვიღაცამ ჯადო გაგვიკეთა და მგლის ქონი წაუსვა შტანგებს და ..........
patrioti
20 ივლისი 2017 08:10
0
ფეხბურთის თამაში რომ ძალიან დაბალ დონეზე იცით, ახალი ამბავი არაა ჩვენთვის, მაგრამ ყოველწლიურად სულ უფრო უტიფრები და უსირცხვილოები რომ ხდებით, მაგას მაინც თუ ამჩნევთ?
სახელი
19 ივლისი 2017 18:17
0
იმიტომ იყო უკეთესი მეორე ტაიმში,რომ იმათ 1 ბურთი უკვე გატანილი ჰქონდათ და თავს არ იკლავდნენ.
status quo
19 ივლისი 2017 18:06
0
ბატონო გიორგი, არ მოვერიდები ამ გამთქმას , თვენი ასეთი უტიფარი გამოსვლის მერე. მიუხედავად იმისა, რომ პატივს გცემდი როგორც ფეხბურთელს სხვადსხვა გუნდებში, დღეს ვიტყვი, რომ ხარ სამარცხვინო კაპიტანი ამ ორი თამაშიდან გამომდინარე და შენს ადგილზე კაპიტნობას კი არა ფეხბურთელობასაც აღარ გავაგრძელებდი.
gizog
19 ივლისი 2017 17:46
1
მგონი კარგად ვერ არის სიცხისგან
თემური
19 ივლისი 2017 17:34
0
სადაა კორკოტა. კორკოტ შენებურად უთხარი ამათ რამე კაცო. რაგაქვთ შვილო მოწეული.
kn
19 ივლისი 2017 17:31
1
ეს ფეხბურთელია თუ პოლიტიკოსი?
ლაშა
19 ივლისი 2017 17:23
0
ფაქტი ფაქტად რჩება ორივე თამაში წააგეთ და ჯამში 6 ბურთი გაუშვით!
გიორგი
19 ივლისი 2017 17:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული