"ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია" "ყარაბაღზე" უკეთესი იყო!"

AutoSharing Option
18 ივლისს, "ყარაბაღთან" განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, "სამტრედიას" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]

"ძალიან გვინდოდა საპასუხო მატჩის მოგება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერადაც დავმარცხდით. გულშემატკივარი ნახავდა, რომ მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ის, რომ ვერ მოვიგეთ, შეგვიძლია უიღბლობასაც დავაბრალოთ. მეტოქეს კარში არ დაურტყავს და ისე მოგვიგო...

"ყარაბაღი" ძალიან ძლიერი გუნდია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კანდიდატიცაა. დღეს ვაჯობეთ და ეს შეიძლება პირველი მატჩის ანგარიშიდანაც გამომდინარეობდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მეორე მატჩში "სამტრედია"
"ყარაბაღზე" უკეთესი იყო!", - თქვა დათუნაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
"ყარაბახი" ვარჯიშობდა და მაინც მოგიგოთ, თუ საკუთარი ნათქვამის გჯერათ მაშინ იმაზე უარესად ყოფილა საქმე ვიდრე გამოჩნდა. ივარჯიშეთ და ისწავლეთ თუნდაც აზერბაიჯანელებისგან. სირცხვილი კი არაა სხვისი სიძლიერის აღიარება. იყო დრო როცა დანიელები ფეხბურთის ბაიბურში არ იყვნენ, მაგრამ სწორმა მიდგომამ ისინი ევროპის ჩემპიონები გახადა და თან ისეთი ფეხბურთის თამაში დაიწყეს მთელი მსოფლიო პირდაღებული უყურებდა. ერთი სიამოვნება იყო ლაუდრუპების, ელკიაერის და სხვების თამაშის ყურება. ახლა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არიან არაერთი ბიჭები რომლებსაც შეუძლიათ დიდი ფეხბურთის თამაში თუ ისევ ქართულმა სენმა არ აჯობათ. რაც შეეხება კლუბებს ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა და ტყუილად თავსაც ნუ იტყუებთ და სხვის მოტყუებასაც ნუ ცდილობთ. სანამ ქართულ ფეხბურთში ბიზნესი არ ჩაერევა და კომერციული ინტერესი არ გაჩნდება, ზღაპარია იმაზე ლაპარაკი რომ "სამტრედიის"საკრებულოს თუ მერიის თანამშრომლები სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ პროფესიულ კლუბს "ყარაბახს". ასევე არიან სხვა ქართული კლუბებიც რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იკვებებიან და ხელფასიდან პრემია დანამატებამდე ცხოვრობენ.
................
19 ივლისი 2017 16:15
0
"მეტოქეს კარში არ დაურტყავს და ისე მოგვიგო..."-ო. წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე! თურმე ნუ იტყვით და ჩრდილოეთის ქარს შეუგდია ის ერთი ბურთი, რომელიც შემწვარი ვარიების სამშობლოს გუნდის კარში გავიდა. ასეთ სისულელეს დააბრეხვებენ, გააკრიტიკებ და მერე იტყვის მისი მწვრთვნელი, ჩვენი წაგება გაგეხარდათო. ჩანაწერი მაინც ნახე შე დალოცვილო. ერთმა ყარაბახელმა ჩააწოდა, მეორემ ოდნავ შეუცვალა ბურთს მიმართულება და გოლი!!!!!!. იმას კი არ ამბობს, იმ მომენტში რა უსუსურად იყვნენ სამტრედიელი ფეხბურთელები განლაგებული. ნუ მიწყენ გიორგი და შენც შენი მწვრთნელივით აკეთებ "ანალიზს". გაჩერდით მაინც რა!!!!
ვალიკო ლეკვეიშვილი - იანეთი
19 ივლისი 2017 16:12
1
წვერები მაინც მოიწესრიგეთ რას გავხართ. სირცხვილია ველურებივით რომ დაიარებით...........
!
19 ივლისი 2017 16:10
0
თქვენ რა ღადაობთ? რა უკეთესი იყო სამტრედია, ბურთი თავზე გადაგვახიეს,ორი მატჩის ჯამში 6:0 მოგვიგეს.ამ წაგებული ომების შემდეგ ზეიმმა ხომ დამღალა რა.
dato
19 ივლისი 2017 16:04
0
სრული აბსურდი და სისულელე. არ უნდა დაკარგოს მუქთა ფული და იდიოტობებს ლაპარაკობს
ჯონდი
19 ივლისი 2017 16:03
0
კი კაცო. აბა რა. 5-ის შემდეგ მარტო 1-ს რომ გაუშვებ ...:)))))
dato
19 ივლისი 2017 15:59
1
ესე ძალიანაც არ უნდა გეჯობნათ და დაგეჩაგრათ, ოდნავ მაინც დაგენდოთ, მაინც მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს გუნდია))))))))) ეს ვერ ვხვდები ჩვენ გვეკაიფება თუ თავის თავს?
llcl
19 ივლისი 2017 15:56
0
რწმენა არ დაკარგოთ შვილებო...
ცეცაძის მადლი
19 ივლისი 2017 15:45
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული