ეროვნული ლიგა. XIX ტური: თბილისის "დინამომ" ჩემპიონატი "კოლხეთის" განადგურებით დაიწყო

AutoSharing Option
21 ივლისს თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის XIX ტურში ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

დინამოელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ბექა მიქელთაძემ, ხოლო ლაშა თოთაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი თევზაძემ და ლაშა ქოჩლაძემ თითო გოლი შეაგდეს.

სტუმართა მხრიდან პრესტიჟის გოლი უკრაინელმა ლეგიონერმა იგორ ბროვკომ გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ "დინამოს" 46 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს, ხოლო "კოლხეთს" 17 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფოტი განცირულია
0
დინამო მაგარია კოლხეთთან და კოლმეურნეობის გუნდებთან.
სტატუს ქუო
09:35 22-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული