როგორც ფეხბურთელის აგენტმა ლევან გულორდავამ უკრაინულ footboom.com-თან საუბრისას განაცხადა, "დინამოს" კოვტალიუკის ტრანსფერი 3 ათასი დოლარი დაუჯდა.
"როცა უკრაინაში, მაკაროვის მემორიალზე კოვტალიუკი პირველად დავინახე, ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ არ თამაშობდა ასეთი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. მას შესანიშნავი მონაცემები აქვს, სწრაფი და ძალიან მონდომებულია.
გადავწყვიტე, დავხმარებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ის გოლებს გაიტანდა. შემდეგ კი, კარიერასაც განავითარებდა. ასეც მოხდა.
- რა დაუჯდა "დინამოს" მისი შეძენა?
- სამი ათასი დოლარი.
- აქვს თუ არა მას "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების შანსი?
- სხვანაირად ვერც იქნება. ამისთვის გადავიდა. "კოლხეთის" შემადგენლობაში კოვტალიუკმა თერთმეთი გოლი გაიტანა. თანაც, იმ გუნდში თამაშობდა, რომელშიც ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვის. იმედია, "დინამოში" როგორც მინიმუმ იმ შედეგის განმეორებას შეძლებს, რომელიც "კოლხეთში" ჰქონდა.