დინამო (თბ)-კოლხეთი 6:1 - ამათ ვინ შეაჩერებს?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წარმატებით დაიწყო III წრე ეროვნული ლიგის ლიდერმა და მიმდინარე გათამაშების უმთავრესმა ფავორიტმა თბილისის "დინამომ": კახა კაჭარავას გუნდმა პირწმინდად დაჩაგრა "კოლხეთი" და ამ სეზონში უკვე მეშვიდე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით!

თანაც, "დინამომ" ერთგვარი რეკორდიც დაამყარა: ეროვნულ ლიგაში პირველად მოხდა, როცა ერთმა გუნდმა მეტოქის კარში 6 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, ძალიან დიდი იყო იმის ალბათობაც, რომ მასპინძლებს ბევრად უფრო შთამბეჭდავი სხვაობით მოეგოთ: სამ შემთხვევაში ბურთი სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა, რამდენიმე ეპიზოდში კი "კოლხეთის" ახალწვეულმა მეკარემ კოკა სეფიაშვილმა იყოჩაღა და თავისი გუნდი უფრო
სამარცხვინო ანგარიშით წაგებას გადაარჩინა.

ისე, ახალწვეულთა თემა მესამე წრის სასტარტო მატჩში ერთობ აქტუალური იყო: პირველ-მეორე წრესთან შედარებით, ორივე გუნდის შემადგენლობაში ხომ უამრავი ცვლილება მოხდა; თუმცა, მასპინძელთაგან განსხვავებით, სტუმართა ახალწვეულებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს, თუ არ ჩავთვლით იგორ ბროვკოს - "კოლხეთის" უკრაინელმა ლეგიონერმა საქართველოს ჩემპიონატში თავის პირველსავე მატჩში გოლი გაიტანა.

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ "კოლხეთის" ფეხბურთელებს არც ამ გოლამდე და არც ამ გოლის მერე, მასპინძელთა მეკარე ნუკრი რევიშვილი საერთოდ არ შეუწუხებიათ!

მართლაც გვინდა თანავუგრძნოთ "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელს გელა სანაიას: მის გუნდს სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული არ აკლდა პრობლემები, მაგრამ ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ფოთელებს უმძიმესი ფინიში ელოდებათ.

გასაგებია, რომ გუნდში სულ ახლახან ჩარიცხულ კენიელ და უკრაინელ ლეგიონერებს ახალ გარემოსთან ადაპტაციისათვის გარკვეული დრო სჭირდებათ, მაგრამ დანარჩენებს ნამდვილად უკეთ თამაში მოეთხოვებათ. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ როგორ უხეშ (გნებავთ - ბავშვურ) პოზიციურ შეცდომებს უშვებდნენ "კოლხეთის" უკანახაზელები ამ მატჩში.

თუმცა, ამით სულაც არ გვინდა, მასპინძელთა გამარჯვება დავაკნინოთ, პირიქით, იმას ვიტყოდით, რომ "დინამომ" ასე თუ გააგრძელა, ძალიან ნაადრევად შეგვეძლება მორიგი საჩემპიონო ტიტულის მილოცვაც!

არადა, კაჭარავას აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა მოედანზე, მაგრამ ახალწვეულებმაც და "ძველებმაც" მართლაც შთამბეჭდავად ითამაშეს და რომ მოენდომებინათ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო ანგარიშითაც მოიგებდნენ!

მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა ახალწვეულმა აკაკი შულაიამ: 20 წლის მარჯვენა გარემარბმა თავის ფლანგზე პირწმინდად დაჩაგრა მეურვეები, ორი საგოლე პასიც გააკეთა და კიდევ ერთ გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

ჩინებულად გამოიყურებოდა 19 წლის ცენტრალური მცველი დავით კობოურიც, რომელიც ამ სეზონში პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში და თავისი უმთავრესი ფუნქციები ხომ მშვენივრად შეასრულა, ამას გარდა ორი საგოლე კომბინაციაც წამოიწყო!

ასევე გამორჩეული მატჩი ჩაატარა 19 წლის ბექა მიქელთაძემ, რომელიც გარკვეული პაუზის მერე ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვიხილეთ და თავის ამპლუაში დაბრუნება დუბლითა და საგოლე პასით აღნიშნა!

ქინქლაძეც ასე იწყებდა...
საერთოდაც, ამ მატჩში "დინამოს" თამაში ერთობ შთამბეჭდავი იყო და ამაში საკუთარი წვლილი ყველამ შეიტანა. თუმცა, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე მაინც ცალკე გვინდა ვთქვათ! თანაც, არამხოლოდ, იმის გამო, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა - 17 წლის უნიჭიერესმა ფეხბურთელმა ისე ითამაშა, გულშემატკივრები გულგრილნი ნამდვილად რომ ვერ დარჩებოდნენ!

მოკლედ ვიტყვით: ეს პატარა ბიჭი საკუთარი თამაშით თვითონაც სიამოვნებას იღებს და გულშემატკივრებსაც ანალოგიურ გრძნობას ანიჭებს! ნამდვილად არ გვინდა ვინმემ გადაჭარბებულ შეფასებად ჩაგვითვალოს, მაგრამ ამ სტრიქონების ავტორს, საქართველოს ჩემპიონატების 28-წლიან ისტორიაში მსგავსი ტალანტის მქონე ფეხბურთელი მხოლოდ ერთი ახსენდება - 1990 წელს, იმ დროისთვის 17 წლის გიორგი ქინქლაძეც ასე იწყებდა თავის კარიერას!..

მატჩის სტენოგრამა

5" - თოთაძის სახიფათო სტანდარტული მიზანს მცირე მანძილით ასცდა;
6" - მასპინძელთა კაპიტნის მეორე ცდა წარმატებული გამოდგა: თოთაძემ ამჯერად ზუსტად შეასრულა "სტანდარტული" - 1:0.
9" - ჩაკვეტაძის ზღაპრული თამაშის მერე ერგემლიძემ ბურთი ხარიხას გაარტყა.
19" - შულაიამ აქტიური პრესინგით სეფიაშვილს ბურთის თამაშში ზუსტად შემოტანის საშუალება არ მისცა და ამ "საჩუქრით" მშვენივრად ისარგებლა მიქელთაძემ - 2:0!
43" - მიქელთაძის პასის შემდეგ ჩაკვეტაძე ოსტატურად გაერკვა მეტოქის საჯარიმოში და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 3:0.
50" - კუციას შესანიშნავი პასის შემდეგ აკაკი შულაიას გოლის გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ "კოლხეთი" სეფიაშვილმა გადაარჩინა.
53" - კობოურმა საკუთარი საჯარიმოდან შორეული, უზუსტესი პასით მარჯვენა ფლანგზე შულაია მოძებნა, ამ უკანასკნელის გამჭოლი გადაცემის შემდეგ კი მიქელთაძემ ბურთი ზუსტად გადაგზავნა სტუმართა კარში - 4:0.
68" - მიქელთაძის დარტყმის შემდეგ ბურთი "კოლხეთის" კარის ხარიხას ხვდება.
69" - ჩაკვეტაძე-შულაია-თევზაძის მშვენიერი კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა - 5:0.
70" - კაკულიას ჩაწოდების შემდეგ თავით ბურთი ზუსტად გადაგზავნა მასპინძელთა კარში შეცვლაზე შესულმა იგორ ბროვკომ - 5:1.
75" - მიქელთაძე სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ სეფიაშვილს ამჯერად ვერ აჯობა.
86" - ნინუა 30 მეტრიდან ძლიერად ურტყამს და ბურთი ხარიხას ხვდება.
88" - ქარდავას აქტიურობის შემდეგ ლაშა ქოჩლაძე მშვენივრად გაერკვა სიტუაციაში და ახალი გუნდის მაისურით პირველივე მატჩში გაიტანა - 6:1!

ეროვნული ლიგა. XIX ტური

21.07. თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-კოლხეთი 6:1
გოლები: 1:0 თოთაძე (6), 2:0 მიქელთაძე (19), 3:0 ჩაკვეტაძე (43. მიქელთაძის პასით), 4:0 მიქელთაძე (53. შულაიას პასით), 5:0 თევზაძე (69. შულაიას პასით), 5:1 ბროვკო (70. კაკულიას პასით), 6:1 ქოჩლაძე (88. ქარდავას პასით)
დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე - ქარდავა, კუცია (73. ნ. ნინუა) - შულაია (85. ქოჩლაძე), ჩაკვეტაძე, ერგემლიძე (52. თევზაძე) - მიქელთაძე.
სათადარიგოები: ქაფიანიძე, ლილუაშვილი, გამცემლიძე, ლიტოვჩენკო
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - ჟიშკარიანი, გ. კილასონია, გოგონაია, ოტიენო (57. მაჩარია) - ჯანელიძე, ნონდი - ბახია (62. ბროვკო), კაკულია, დაფე - ბუხაიძე (69. ვერებჩინსკი).
სათადარიგოები: ბერაია, კოკაია, შერმადინი
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ოტიენო (38)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10

მომდევნო ტური
28 ივლისი, პარასკევი
სამტრედია-ჩიხურა 18:00

29 ივლისი, შაბათი

კოლხეთი-საბურთალო 18:00
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 18:00

30 ივლისი, კვირა

დილა-დინამო (ბთ) 18:00
შუქურა-ტორპედო 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ტორპედო რასაც წარმოადგენს კი ვნახეთ საშუალოზე დაბალ გუნდთან, ასე რომ ამ დინამოს ტორპედოს ნუ შეადარებთ, მითუმეტეს ორივე თამაში პირწმინდათ მოიგეს დინამოელებმა, მე არ ვიზახი რო ეს დინამო ზე გუნდია მარა დგევანდელ ტორპედოს ულაპარაკოდ სჯობს. პაქტები ზუსტად მეტყველებს, ორიდან ორი თამაში მოუგო დინამომ და სლოვაკებმა რაც უქნეს ეგ სხვა თემაა, მაგას მოგება არ ქვია, მაგას სხვა რამ ქვია ;)
ddffe
24 ივლისი 2017 17:00
0
არ მოგბეზრდათ ამ ჭიჭი მიჭი ფეხბურთის გაზვიადება?
ჰაჰა
24 ივლისი 2017 16:46
0
g.v.g-ს--ღვარძლი რა შუაშია?უბრალოდ მეოცნებეთა რიგს არ მივეკუთნები შენსავით.კარგად თამაშობს კოლხეთთან,მაგრამ $3000-იანი ტრანსფერებით(ფოთის კოლხეთიდან)პოლონურ და უნგრულ კლუბებს ვერ დაამარცხებსთქო. ეს თავის მოტყუილებაა და შენ თუ გაწყობს შენი საქმეა.
mamulo
24 ივლისი 2017 16:12
0
ტორპედო სულ მალე
gela
24 ივლისი 2017 14:06
0
ან აზერბაიჯანული :)))
aleko
24 ივლისი 2017 13:31
0
MAMULO ! რაღაც ღვარძლი შეინიშნება შენს კომენტარში და ასეა? თუ ასე არაა სასიამოვნოა, და თუ ასეა მაშინ გამოვიცნობ_ შენ ხარ დასავლეთ საქართველოს რომელიღაც ნაწილიდან.
რას ერჩით კარგად როცა თამაშობს გუნდი? მაგრამ უმეტესობა ღვარძლიანისა თვითონ ცხოვრებაში წარუმატებელი "კაცი"ა. არ გასკდეეეეთ რააა?
g.v.g.
24 ივლისი 2017 13:27
0
სამტრედია და მისი იმერული დამხმარეები ,ტორპედო და ჩიხურა შეაჩერებენ დინამოს ფრენას, ეს გარდაუვალია :)

როიცა ერთი კლუბი არ თამაშობს მეორეს გოლი გააქვს.

როცა ერთი კლუბი სუსტია და მეორე კი გოლებზე დაგეშილი, ისევ გოლები გადის.

ფოთი სუსტი და დაულაგებელი იყო, თუმცა ამდენი წასულის და მოსულის ფონზე გასაკვირი არცაა.

სიმართლეც უნდა ითქვას რომ მართლა მომწონს დინამოს ახალგაზრდა მგლების მონდომება.ბიჭებს გულს ნუ გავუტეხავთ ნურცერთ კლუბში ცუდი შეძახილებით და პესიმიზმით.

ტორპედოში დოლიძე ფორმაში შედის, ის მგონი არასოდეს ყოფილა ასეთ ფორმაში.ჩხეტიანი წასვლის მაგივრად ტორეპდოს დაცვაში ავტობუსის ცაყენება ასწავლა,აწი ეს იქნებ ამგის მეთოდი, სწრაფად გოლის გატანა, სავარაუდოდო 2-ის დ ამერე დაცვაში ჯდომა, ახლა მეპატრონე ჩემპიონობას ითხოვს,რაც ამ წლით შეუძლებელია მე მგონი და არცაა საჭირო.

სამტრედიაში საბანაძე ლანდს აგავს მინდორზე,სჯობს დაასვენონ და სამუშია გამოუშვან. სამტრედიის აფრიკელები მგონი კარგ ძალას წარმოადგენენ,ბალდე შერგელასავით მუშაა, გიის კი ყნოსვა აქვს ბურთზე კარგი. სასწაულია რომ ამ ბოლო დროს კასრაძე გამოცოცხლდა.ასევე საკვირველი იყო სამტრედიაში ყოვლად უსახური ჩაგელიშვილის მუშაობა შუქურაში, მესიამოვნა ამ ბიჭის შრომა, მეგონა რომ შურს იძიებდა თავის წინა კლუბზე,ალბათ იქ შეზღუდული იყო და იმიტომ.
ასე თუ ისე, ჩემპიონატი გრძელდება.
samtredia da imerlebi
24 ივლისი 2017 13:15
0
"ამათ ვინ შეაჩერებს?! "-- რა ხმამაღლაა დაწერილი :) უნგრულ და პოლონურს ვინ ჩივის :) აზერბაიჯანული ნუ იქნება ისევ :(
ზვიადი
24 ივლისი 2017 13:02
0
ვინმემ მახსენა?
გაბალა
24 ივლისი 2017 12:54
0
ფაქტია, რომ სწორ გზას ადგას დინამო და გუნდის ძირითადი ბირთვი ყავდა თავის აკადემიიდან, იმედი ეხლაც მიიღებს შევსებას, რომლითაც შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ მაინც გახდება ჩემპიონი. ხოდა მომავალ შესაღჩEვამდე არსებულ 6 თვეს კარგად გამოიყენებს, ორ სამ ძლიერ ლეგიონერს დაიმატებს და ლიგაზე თუ არა, ევროპის ლიგის ჯგუფურზე გავა და ვერანარი პოლონური და უნგრული კლუბი ვერ შეაჩერებს. წარმატებები დინამოს !
dave
24 ივლისი 2017 12:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული