სამტრედია-შუუქრა 4:1 - გის დუბლზე, კურიოზსა და ევროპრიზმაზე [VIDEO]

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე აბსოლუტურად მართალი იყო - სამტრედიელი გულშემატკივარი უდავოდ პატივისცემას იმსახურებს.

გუნდი ჩემპიონთა ლიგას სამარცხვინო წაგებით დაემშვიდობა, მაგრამ "ეროსი მანჯგალაძეზე" მესამე წრის პირველივე შეხვედრას 1500 გულშემატკივარი დაესწრო. ეს არის ჭეშმარიტი ქომაგის საქციელი - ასეთი თანადგომა ნებისმიერ გუნდს აათამაშებს...

ცხადია, ამ მატჩს ევროთასების პრიზმაში ვუყურებდით და გამძაფრებულად გვხვდებოდა თვალში დაბალი ტემპი, უზარმაზარი სათამაშო სივრცეები, ფეხბურთელთა უყურადღებობა და ნაკლები მოძრაობა. ამ თემაზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ევროპისთვის მზადება აქედანვე უნდა იწყებოდეს...

ამ კუთხით, საგულისხმო იყო ქობულეთელთა მიერ გატანილი ერთადერთი გოლიც
- საჯარიმოსთან მიახლოებულმა შერმადინ ართმელაძემ სამი მეტოქის გარემოცვაში ზუსტად დაარტყა და სხვაობა შეამცირა. მაგრამ საკითხავია, როგორ მისცეს სამტრედიელებმა სტუმარ ფეხბურთელს ამხელა თავისუფლება?!

აღსანიშნავია, რომ სამტრედიელთა კოტდივუარელმა ლეგიონერმა ინტერს გიმ კარგი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და დუბლი გაიფორმა.
იხილეთ კურიოზული გოლი
Sportall.Ge

მატჩის სტენოგრამა
11" - დავით ჩაგელიშვილმა ერთი შეხებით სახიფათო პოზიციაზე გაიყვანა მარსელო ანტონიო, რომელმაც ახლო მანძილიდან მშვენიერი საგოლე მომენტი გაანიავა.
25" - სანდრო გურულის მშვენიერი გადაცემა კარის წინ გიორგი დათუნაიშვილმა ჩაჭრა, მაგრამ ბურთი იქვე მყოფ ჩაგელიშვილს მიუგორდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა.
32" - დათუნაიშვილის ეფექტური გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა ნიკა საბანაძე, რომელსაც მეკარე გიორგი სომხიშვილმა აუღო, მაგრამ დამატებაზე დავით ჯიქიამ მაინც გაიტანა - 1:0.
33" - იქვე კურიოზული გოლი! მოედნის ბურთი მოედნის ცენტრში გააგორეს და წინ რომ ვერ წაიღეს, გელა გოგიტიძემ მეკარე გიორგი სომხიშვილს დაუბრუნა, მაგრამ... გამოცდილმა გოლკიპერმა ბურთს ფეხი ააცილა და - 2:0.
50" - საბანაძის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა და ინტერს გის მიუგორდა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა - 3:0.
56" - დავით რაჟამაშვილი და რომან პომაზანი წაკინკლავდნენ და მინიმუმ ყვითელ ბარათს იმსახურებდნენ, მაგრამ... არბიტრმა ეს საჭიროდ არ ჩათვალა.
62" - შერმადინ ართმელაძემ გია მანჯგალაძეს ბრძოლაში აართვა ბურთი და სამი მეტოქის გარემოცვაში ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირა - 3:1.
73" - გოგიტიძის ძლიერი დარტყმა კარს ასცდა.
79" - მანჯგალაძის უძლიერესი "გასროლა" და სტუმრები გადაარჩინა სომხიშვილმა.
80" - გიმ შეტევა თავად გაამწვავა, თემურ მარკოზაშვილს "სამკუთხედი" გაუთამაშა და კარის წინ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა - 4:1.
87" - მშვენიერ პოზიციაში მყოფმა მარსელო ანტონიომ ახლო მანძილიდან კარს ვერ დაუმიზნა.
იხილეთ მატჩის ვიდეო
Sportall.Ge

ეროვნული ლიგა. XIX ტური

22.07. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-შუქურა 4:1
გოლები: 1:0 ჯიქია (32), 2:0 გოგიტიძე (33-საკ. კარში), 3:0 გუი (50), 3:1 ართმელაძე (62), 4:1 გუი (80. მარკოზაშვილის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, კასრაძე, გოგიაშვილი, ბალდე - მანჯგალაძე, დათუნაიშვილი (85. ბურკაძე) - რაჟამაშვილი (60. მარკოზაშვილი), ჯიქია, გი (87. ა. ნინუა) - საბანაძე.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, სანდოხაძე, სამუშია
მწვრთნელი: გია ცეცაძე
შუქურა (4-2-3-1): სომხიშვილი - ჩაჩუა, ჩადუნელი, გოგიტიძე, პომაზანი - კლიმიაშვილი (77. გოგილაშვილი), ფელიპე ნუნიეში - კახელიშვილი (64. ღლონტი), მარსელო ანტონიო, ს. გურული (56. ართმელაძე) - ჩაგელიშვილი.
სათადარიგოები: მელნიჩენკო, ცეცხლაძე, შალამბერიძე, მალაზონია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბავშვებო სამტრედიიდან.
ტრიბუნები არის 9 საფეხურიანი, ყოველ საფეხურზე არის 160 ადგილი 9*160 = 1440 და რატომ გწყინთ რომ ეს ასეა?
რომ დადიოდა მეტი ხალხი ეს ვიცით და კარგი იყო,დიახ იყო დინამოსთან ბოლო მატჩზე 2000 კაცი, ხოლო გასული წლის სეზონზე მართლაც 5000 ზე მეტი იყო თუმცა 7000 არ ყოფილა. კარგია რომ სამტრედიას ჰქონდა დასწრება.მაგრამ როცა ახლა პრობლემაა უნდა მიმართოთ პრობლემის ავტორებს,სამწვრთნელო შტაბს და კლუბის მენეჯმენტს და არა იმათ უწყრებოდეთ ვინც სიმართლეს გეუბნებათ, დასწრებამ იკლო ცუდი თამშის გამო და არ ესწრებიან სამტრედიელები, გადით ახლა და ეჩხუბეთ სამტრედიელებს თუ რატომ არ დადიან თამაშებზე :) ისინი ქალაქში ცხოვრობენ და არა ინტერნტეში :)
აიღეთ ვიდეო დ თვითონ ნახეთ თუნდაც 1/3 ადგილების იყო დაკავებული ტრიბუნებზე? ტრიბუნების ოფიცილაურ ტევადობაზე ინფო კლუბის ადმინისტრაციაში მიიღეთ ან თვითონ დათვალეთ სათითაოდ.
ukmakopilo bavshvebs
20:49 24-07-2017
0
shen tavs mixede samtrediahi ro xalxi daida sizmarshi ar geqneba nanaxi iyo dro 15000 atasi kaci modioda da metii tu ar gjera gaamowme dzveli potoebi da eg dro kide mova da uaxloes periods getyvi sharshan 7000 kaci daeswro dinamostan ro mouget... shen aravin gekitxeba samtrediis saqmes
kmaras
18:26 24-07-2017
0

სიახლეები პოპულარული