მათ "ვიტ ჯორჯიასთან" დაპირისპირებამდე გასავარდნი ზონისგან სამი ქულა აშორებდათ და გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. ამიტომ ძალიან მონდომებულები ჩანდნენ... თუმცა ბევრი ვერ ახერხებს მონდომების ტაქტიკურ უპირატესობაში გარდასახვას. "კოლხეთმა" ეს შეძლო: პირველ ტაიმში მოედნის შუაში მოიპოვა მცირე უპირატესობა, შეტევისას ფლანგებსაც ხშირად იყენებდა... მაგრამ პირველ ნახევარში ღირებული ვერაფერი შექმნა. ეს არც იყო გასაკვირი,
მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯიამ" მოედნის შუაში მოიპოვა უპირატესობა, რასაც თითქოს სტუმართა კართან სახიფათო მომენტების მატება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მატჩი ისე დასრულდა, მასპინძლებს რეალური საგოლე ეპიზოდი არ შეუქმნიათ. კოლხები კი ჩასაფრებულები იყვნენ - საკმარისი იყო, მოედნის ცენტრალურ ხაზთან ვიტელებს ბურთი დაეკარგათ, რომ მასპინძელთა კართან საგოლე მომენტს ქმნიდნენ. ჯერ ჯანაშიამ იტრიალა მასპინძელთა საჯარიმოში, მაგრამ მეკარემ აუღო, 64-ე წუთზე კი სწრაფი შეტევა ჩაწოდებით გააგრძელეს, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მყოფმა კვერენჩხილაძემ მდივნიშვილი შენიშნა, ერთი შეხებით ბურთი დასარტყმელად გაუმზადა და - 0:1.
"ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელს მდგომარეობის გამოსასწორებლად სათადარიგოების დახმარება დასჭირდა, შეცვალა მარჯვენაფლანგელი კორიფაძე, რომელიც პირველ ტაიმში ყველაზე აქტიური იყო. ამ ცვლილებამ ვიტელთა მარჯვენა ფლანგს დატვირთვა მოაკლო - შეტევათა უმეტესობამ ცენტრისკენ გადაინაცვლა, მაგრამ ვერც ამ მიმართულებამ მოიტანა შედეგი. თუკი მატჩის ოქმს გადახედეთ, გემახსოვრებათ, რომ შეხვედრა "კოლხეთმა" 1:0 მოიგო.
გახარებული იყო სტუმართა თავკაცი სოსო ფილია:
- ყველა ფეხბურთელმა პირნათლად შეასრულა დავალება. მთავარი იყო, რომ ბიჭებს მონდომება აშკარად ეტყობოდათ, რაც დაუფასდათ კიდეც. თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა - წინ უფრო ძმნელი მატჩები გველის.
15.04. თბილისი. შატილი. 300 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 0:1
გოლი: 0:1 მდივნიშვილი (64)
ვიტ ჯორჯია კოლხეთი
4-2-3-1 4-4-1-1
ა. მიქაბერიძე ძაგანია
ხურცილავა ცხვიტარია
ადამაძე ინწკირველი
კასრაძე მახვილაძე
ღანიაშვილი მეგრელიშვილი
ვასაძე გოგონაია
გურ. გურეშიძე ჯანაშია
კორიფაძე სიჭინავა
მაისაშვილი გავაშელიშვილი
ჯანელიძე გვალია
ჩიმაკაძე მდივნიშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
მ. კოჭლაშვილი ს. ფილია
ვიტ ჯორჯია
60. კორიფაძე - როსტიაშვილი
73. მაისაშვილი - გიორგი გურეშიძე
75. ჩიმაკაძე - გაბრიჭიძე
სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, ზაქრაძე, დვალიშვილი
კოლხეთი
32. გავაშელიშვილი - კვერენჩხილაძე
68. მდივნიშვილი - წიქარიშვილი
75. ჯანაშია - გულუა
სათადარიგოები: ლობჟანიძე, გელაჭეიშვილი, მოისწრაფიშვილი
გაფრთხილება: მეგრელიშვილი (43), ხურცილავა (87)
არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)