სამართალდამცველებმა ”გაყიდული თამაშები” გამოავლინეს

AutoSharing Option
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. გაყიდული თამაშების მონაწილე ფეხბურთელები გამოავლინეს.

გამოძიების ინფორმაციით, მათ ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან კორუფციული გარიგებები ედებათ ბრალად.

მათ შორის არიან საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე; ზუგდიდის "ბაიას" კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა და თბილისის "ვიტ- ჯორჯიას" ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებით, ისინი სისტემატურად შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელთან დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობის თანხების სანაცვლოდ წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებს.

კერძოდ, 2011 წლის 15 აპრილს გაიმართული
”სამტრედიისა” და ბოლნისის ”სიონის” მატჩი, რომელშიც სამტრედიის გუნდმა აიღო თხუთმეტი ათასი ლარი, იმავე წლის 19 აპრილს გამართულ თბილისის "დინამოსა" და ზუგდიდის "ბაიას" მატჩში "ბაიას" გუნდმა აიღო თორმეტი ათასი ლარი. 2011 წლის 30 აპრილს გამართულ "ვით ჯორჯიას" და "სიონის" მატჩში "ვით- ჯორჯიას" გუნდმა აიღო 20 ათასი ლარი.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ თქვათ ახლა დინამო-ბაიას თამაშზე დინამოდან არავინ იცოდა რო პენალტი იქნებოდა და მსაჯიც თუ დაამთავრებდა თამაშს მანამ სანამ დინამო გოლს არ გაიტანდა ან პენალტი არ იქნებოდა
mesi
11:06 03-05-2011
0
გუნდებმა კი არა კონკრეტულმა ფეხბურთელებმა აიღეს ფული,რეებს წერთ რო წერთ?
dato
03:46 03-05-2011
0

სიახლეები პოპულარული