"დინამო" დუბლებში მიუწვდომელია

AutoSharing Option
საქართველოს დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა: ფოთის "კოლხეთთან" 5:0-ით მოგების შემდეგ თბილისის "დინამოს" 65 ქულა მოუგროვდა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა (მეორე ადგილზე მყოფ "ზესტაფონს" 15 ქულით ნაკლები აქვს).

შეგახსენებთ, რომ ამა წლის იანვრიდან "დინამოს" დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი რამაზ მუმლაძე დაინიშნა; და აი, თავის ძველ-ახალ კლუბში დაბრუნებულმა მუმლაძემ "დინამოს" დუბლშემადგენლობას საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა.

ფოთის "კოლხეთთან" მატჩში დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: გიგა წენგუაშვილმა, გივი არახამიამ, ვახტანგ ფოცხვერიამ, ბესიკ ამაშუკელმა და ლევან კუხალეიშვილმა. ამ "საჩემპიონო" მატჩში "დინამოს" ასეთი
შემადგენლობით იასპარეზა: ზარქუა, კაკულია, ჩადუნელი (46. გაჩეჩილაძე), გველესიანი, ამაშუკელი, წენგუაშვილი, ავსაჯანიშვილი (59. რუხაძე), არახამია, ვაშაკიძე (59. მუმლაძე), ლეკვთაძე (46. ფოცხვერია), სიხარულიძე (46. კუხალეიშვილი).

სხვათა შორის, "დინამოსა" და "კოლხეთის" დუბლშემადგენლობათა შეხვედრას საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, თემურ ქეცბაია, ოთარ გაბელია და სრული შემადგენლობით "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი ესწრებოდნენ.

მატჩის დასრულებისთანავე, "დინამოს" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს, მთავარ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძესა და გუნდის სხვა წევრებს ჩემპიონობა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიულოცა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული