უღიმღამო, უინტერესო, უმოტივაციო...

AutoSharing Option

14.05. თბილისი. ეროვნული. 800 მაყურებელი
დინამო-სიონი 1:0
1:0 ტატანაშვილი (81, თომაშვილის პასით)

დინამო სიონი
(4-2-3-1) (5-4-1)
ლორია ბობღიაშვილი
თომაშვილი ნ. კვასხვაძე
კაკუბავა სვანიძე
ჰომოლა დიდავა
ხმალაძე ორბელაძე
არზიანი ქორიძე
კვეკვესკირი მ. ოქროპირიძე
რობერტინიო ნოზაძე
თექთურმანიძე გოგობერიშვილი
კახელიშვილი ლ. ჩხეტიანი
ფანცხავა რეხვიაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
კ. კაჭარავა ხ. ქასრაშვილი

დინამო
59. რობერტინიო-ლეკვთაძე
69. კახელიშვილი-ტატანაშვილი
74. არზიანი-გ. კვარაცხელია
სათადარიგოები: ზარქუა, ციმაკურიძე, ფირცხალავა, ჯუისი

სიონი
59. რეხვიაშვილი-ისიანი
61. ჩხეტიანი-ლომაია
77. ქორიძე-შალამბერიძე
სათადარიგოები: ზუხბაია, გ. ოქროპირიძე, მელქაძე, ჩირიკაშვილი

გაფრთხილება: ფანცხავა (85), შალამბერიძე (89)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი (თბილისი)

მატჩის წინა დღეს ქართულმა საფეხბურთო საზოგადოებამ და საპატიო სტუმრებმა ერთად იზეიმა დიუსელდორფის ტრიუმფიდან 30
წელიწადი. ანუ, ასეთ საზეიმო დღეებში "დინამოს", ალბათ, უფლებაც არ ჰქონდა, თამაში რომ ვერ მოეგო; თუმცა, მასპინძლები, ფაქტობრივად უმოტივაციოდ დარჩნენ სეზონის ბოლოსკენ და, ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ დინამოელთა, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელი ასპარეზობა.

სამაგიეროდ, მოტივაციის ნაკლებობას სტუმრები არ განიცდიდნენ - ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შედეგად "სიონი" ერთობ არასახარბიელო სატურნირო სიტუაციაში აღმოჩნდა და ფაქტია, რომ ხვიჩა ქასრაშვილის გუნდს მეტად და მეტად რთული ფინიში ელოდება.

წინა ტურისგან განსხვავებით, ორივე გუნდის ძირითადში რამდენიმე ცვლილება ვიხილეთ, თუმცა მატჩის დასაწყისი (და, საერთოდაც მთელი შეხვედრა) დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა. არადა, მშვენიერი ამინდი იყო, ეროვნული სტადიონის მოედნის საფარს ხომ მართლაც იდეალური ეთქმოდა, მაგრამ ორივე გუნდის ფეხბურთელები უჩვეულოდ ინერტულად გამოიყურებოდნენ. ეგ კი არა, ტაიმის ნახევარი ისე მიილია, მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი რასაც ჰქვია, არ გვინახავს!

ამის შემდეგ თამაში ოდნავ "გამოცოცხლდა": ლევან კაკუბავას პასის მერე ვახტანგ ფანცხავამ მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მაგრამ იქ პარტნიორთაგან არავინ იყო. ამ ეპიზოდს სტუმართა პასუხი მოჰყვა: ლევან ჩხეტიანმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, მაგრამ გიორგი ლორიამ (ისე როგორც მთელი მატჩის განმავლობაში) უშეცდომოდ ითამაშა. კოლეგას არც მინდია ბობღიაშვილი ჩამორჩა: "სიონის" მეკარემ ჯერ ზურაბ არზიანის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ კი ლევან ხმალაძის თავური დარტყმა. ტაიმის ბოლომდე "დინამოს" მეტი სახიფათო მომენტი არ შეუქმნია, აი, "სიონს" კი სამწუთიან ინტერვალში ორჯერ შეეძლო უჩვეულოდ ინერტულად მოასპარეზე მასპინძელთა დასჯა, თუმცა უშედეგოდ. არადა, ორივე მომენტი მართლაც სახიფათო იყო: ლევან ჩხეტიანი, ფაქტობრივად, პირისპირ დარჩა გიორგი ლორიასთან, მაგრამ დარტყმა ზუსტი არ გამოუვიდა, ხოლო გიორგი რეხვიაშვილის ძლიერი დარტყმა კი ლორიას ნადავლი გახდა.

ასეთი უფერული პირველი ტაიმის შემდეგ გვეგონა, რომ მეორე ტაიმში ორივე გუნდის ფეხბურთელები ტემპს მოუმატებდნენ და განსაკუთრებულ სანახაობას თუ არა, ოდნავ მიმსგავსებულს მაინც ვნახავდით; სამწუხაროდ, მეორე ტაიმი პირველზე ბევრად უფრო უარესი გამოდგა: სტუმრები ქულაზე თანახმა იყვნენ და შეტევებზე აღარც ფიქრობდნენ, მასპინძლებმა კი ორადორი გააზრებული კომბინაცია გაითამაშეს და სულ ეს იყო! პირველი ეპიზოდი ლევან ხმალაძის აქტიური თამაშით დაგვამახსოვრდა - დინამოელმა მარცხენა მცველმა "კედელი" გაითამაშა გიორგი კახელიშვილთან და მეტოქის საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, მაგრამ ვახტანგ ფანცხავას თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

აი, მეორე შეტევა კი შედეგიანი გამოდგა: გულვერდ თომაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას დიმიტრი ტატანაშვილმა დაასწრო და შეცვლაზე შემოსულმა ფორვარდმა ეფექტური თავური დარტყმით ყოვლად უღიმღამო მატჩში "დინამოს" გამარჯვება მოუტანა...
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რა ხალხო მართლა და მართლა 800 მაყურებელზე მეტი იყო ძლივს გაიზარდა ხალხის რაოდენობა დინამოს თამაშებზე და კიდე აკლებთ ? :(
nugzari
10:23 16-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული