რეიტინგში ორიღა დაგვრჩა

AutoSharing Option
გუშინ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს მორიგი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა.

სამწუხაროდ, 400-გუნდიან ჩამონათვალში საქართველოს ორი წარმომადგენელიღა დარჩა. ალბათ გახსოვთ, ბოლო დროს რეიტინგში სამი კლუბი გვყავდა ხოლმე, დროდადრო კი იქ ოთხი ქართული კლუბიც ხვდებოდა.

თბილისის "დინამო" 115-ედან 124-ე საფეხურამდე ჩამოქვეითდა, "ზესტაფონი" კი 170-ედან 161-ე ადგილამდე ავიდა.

რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, ლიდერი, რაღა თქმა უნდა, "ბარსელონაა", მოწინავეებს შორის კი ყველაზე დიდი ნახტომი არგენტინულმა "ველეს სარსფილდმა" გააკეთა, რომელიც წინა თვეში 26-ე იყო, ახლა კი ათეულშია.

რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია: 1.
"ბარსელონა" (ესპანეთი), 2. "რეალი" (ესპანეთი), 3. "პორტუ" (პორტუგალია), 4. "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი), 5. "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), 6. "ვილიარეალი" (ესპანეთი), 7. "ინტერი" (იტალია), 8. "დინამო" (უკრაინა), 9. "შალკე" (გერმანია), 10. "ველეს სარსფილდი" (არგენტინა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული