ალექს გარსია: "დინამო" "ბარსელონას" თარგზე

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ თბილისის "დინამოს" ახალ მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიასთან. ვფიქრობთ, პუბლიკაცია ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.

"ალექს გარსია "ბარსელონას" სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში მწვრთნელად და აგენტად მუშაობდა. ამიერიდან კი კარიერის ახალ ეტაპს იწყებს - პროფესიულ კლუბს ჩაუდგება სათავეში. როგორც თავად ამბობს, ბარსელონიდან თბილისში ცოდნით დატვირთული წამოვიდა...

- რამ გადაგაწყვეტინათ "დინამოს" სათავეში ჩადგომა?
- მთავარი მიზეზი პროფესიულ დონეზე მუშაობაა. "დინამოს" ხელმძღვანელობამ სამწლიანი პროექტი შემომთავაზა, რომელიც საკუთარი იდეების განხორციელებისთვის შესანიშნავი საშუალება იქნება.

- მაინც რა არის საინტერესო ამ პროექტში?
-
მთავარი მწვრთნელის ამპლუა და ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობა. გუნდის ორგანიზებისას "ბარსელონასეულ" მოდელს გადავიღებ.

- "ბარსას" დატოვება არ გაგიჭირდათ?
- ასეთ კლუბთან განშორება ყოველთვის ძნელია. კატალონიაში ფეხბურთი 7-8 წლის განმავლობაში ვითამაშე. შემდეგ მწვრთნელად ვმუშაობდი, ამას მოჰყვა აგენტის სტატუსი. ვიცოდი, ადრე თუ გვიან დადგებოდა მომენტი, როცა არჩევანი უნდა გემეკეთებინა და საკუთარი პროექტის რეალიზებას შევდგომოდი.

- "ბარსელონაში" თქვენს საქმიანობას როგორ შეაფასებდით?
- კლუბის მხრიდან ჩემდამი გამოჩენილი ყურადღებით ნასიამოვნები ვარ. ვფიქრობ, სპორტული თვალსაზრისით ხელმძღვანელობის იმედები გავამართლე. ბედნიერი ვარ, როცა ჩემს ხელში გამოვლილ ფეხბურთელებს მთავარ გუნდში ვხედავ...

ალექს გარსია სხვადასხვა დროს წვრთნიდა პიკეს, სერხიოს, პედროს, კრკიჩს, ჟეფრენს, ფონტასს, ტიაგოს, ხოლო ლეო მესის ერთი სეზონის განმავლობაში ავარჯიშებდა."
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მისასალმებელია.
bondo
09:26 09-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული