თითქმის გადაწყვეტილია - XXIII ჩემპიონატისთვის რუსთავის "ოლიმპი" ამ ქალაქისათვის "ისტორიული მნიშვნელობის" სახელწოდებას, "მეტალურგს" იბრუნებს!
ახალ საფეხბურთო სეზონს დიდი ინტერესით ველოდებით: ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა გაიზარდა, გათამაშების ფორმატიც განსხვავებული იქნება, კონკრეტული მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელების დებიუტებიც უნდა შედგეს და ასე შემდეგ; თუმცა, ცვლილებები თუ სიახლეები მხოლოდ ზემოთჩათვლილით არ ამოიწურება: ზოგ გუნდს ახალი ლოგო ექნება, ზოგიც კი, საერთოდაც, სახელწოდებას შეიცვლის!

ასე, მაგალითად, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ XXIII ჩემპიონატში რუსთავის "ოლიმპი" ახალი სახელით იასპარეზებს - გუნდი ამ ქალაქისათვის "ისტორიული მნიშვნელობის" სახელწოდებას, "მეტალურგს" იბრუნებს! ეს კი იმას ნიშნავს, რომ 13-წლიანი პაუზის მერე რუსთავის გუნდი უმაღლეს ლიგაში "მეტალურგის" სახელით იასპარეზებს (შესაბამისად, ამ ზაფხულს - ევროტურნირებზეც)!

გემოვნებაზე მართლაც არ დავობენ და ბევრს, შესაძლოა, "მეტალურგი" ერჩივნოს (!) "ოლიმპსა" თუ სხვა სახელწოდებებს; ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივ ამბადაც უნდა მივიღოთ ის ფაქტი, როცა კლუბის მეპატრონე და მთავარი დამფინანსებელი გუნდის სახელწოდებას შეცვლის: მოგეხსენებათ, რომ აწ უკვე ყოფილი "ოლიმპის" მთავარი სპონსორი საწარმოო გაერთიანება "ქართული ფოლადი" (გნებავთ, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა) იყო. ჰოდა, მეპატრონე-დამფინანსებელსაც, ალბათ, სრულიად ბუნებრივი სურვილი გაუჩნდა, რომ თავის დაქვემდებარებაში მყოფ გუნდს სწორედ "მეტალურგის" სახელით ეასპარეზა.

თუმცა, რუსთავული გუნდის სახელწოდების შეცვლა მხოლოდ სპონსორის სურვილი არ ყოფილა: როგორც კლუბის წარმომადგენლებმა გვითხრეს, თურმე, უფროსი თაობის რუსთაველ გულშემატკივრებსაც სდომებიათ, რომ "ოლიმპის" ნაცვლად გუნდს "მეტალურგი" დარქმეოდა. ჰოდა, ყველა "სურვილისა თუ ინტერესის" გათვალისწინებით, ამიერიდან რუსთავის საფეხბურთო ცხოვრებაში "მეტალურგი" ბრუნდება!

სხვათა შორის, ჯერჯერობით უცნობია, შეეცვლება თუ არა სახელწოდება რუსთავის სტადიონს; თუმცა, ვეჭვობთ, რომ ასე მოხდეს: ბოლოს და ბოლოს, ამჟამინდელი სახელწოდება ("ფოლადი"), წესითა და რიგით, კლუბის მეპატრონისა და სპონსორის გემოვნებას, ალბათ, უნდა აკმაყოფილებდეს. თანაც, რაც მთავარია, "ფოლადი" და "მეტალურგი" ერთობლიობაში თემატურადაც კარგად უნდა ჟღერდეს...

ამაყი გორდა და წარმატებული ოლიმპი

ვიდრე ეროვნული ჩემპონატი დაიწყებოდა რუსთაველთა უმთავრესი გუნდი სწორედ "მეტალურგის" სახელით ასპარეზობდა მაშინდელ საქართველოს პირველობასა თუ საკავშირო ჩემპიონატის II ლიგაში; "მეტალურგს" გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა: საქართველოს იმდროინდელი ჩემპიონატიც რამდენჯერმე მოუგია და საქართველოს თასიც მოუპოვებია; ამას გარდა, საკავშირო მასშტაბის ტიტულის, "მილიონთა თასის" გამარჯვებულბი იყო...

1989 წლის სეზონი რუსთავის "მეტალურგმა" საკავშირო პირველობის მეორე ლიგაში ჩაამთავრა; 1990 წელს კი უკვე საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და რამდენიმე გუნდის მსგავსად, რუსთაველებმაც შეიცვალეს სახელწოდება. არადა, ყოფილ "მეტალურგს" მართლაც ამაყი სახელი ეწოდა - "გორდა"! თუ არ ვცდებით, სახელის "ნათლია" რუსთაველთა გუნდის იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი, გივი ნოდია გახლდათ; თანაც, ეს ახალი და მართლაც ამაყი სახელი გუნდის პრეზიდენტს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორს გურამ ქაშაკაშვილსაც მოეწონებოდა და რუსთაველ ქომაგებსაც, ოთხი სეზონის განმავლობაში "გორდა" თავიანთვის სათაყვანებელ გუნდად რომ მიაჩნდათ.

აი, მეხუთე ჩემპიონატის (1994 წლის ზაფხულში) დაწყების წინ კი "გორდას" სახელი შეუცვალეს და... "მეტალურგი" დაარქვეს! ალბათ, იმის გამოც, რომ წინა სეზონში გივი ნოდიას გუნდიდან წასვლამ მოუწია...

სამწუხაროდ, "გორდასგან" განსხვავებით, "მეტალურგის" სახელწოდებით მოასპარეზე რუსთავული გუნდი ერთხელაც ვერ მოხვდა საპრიზო სამეულში; 1998-99 წლების სეზონის დაწყების წინ კი, ხუთწლიანი პაუზის მერე, გუნდს ისევ "გორდა" დაარქვეს. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა "გორდა" იყო - ზედიზედ ოთხი სეზონის განმავლობაში გაჭირვებით რომ ინარჩუნებდა ადგილს უმაღლეს ლიგაში, ხოლო 2002-2003 წლების სეზონში კი ვეღარაფერმა უშველა და პირველ ლიგაში დაქვეითდა!

პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდი სხვა სახელით ასპარეზობდა: "რუსთავმა" ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით პლეი ოფში გაიმარჯვა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა; თუმცა, ფინანსური გარანტიების არქონის გამო (ასეთი იყო იმდროინდელი პროფლიგის ვერდიქტი), "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაუშვეს და ამ სახელწოდებით გუნდი ორი წელი პირველ ლიგაში თამაშობდა, 2006-07 წლების სეზონში კი სულაც მეორე ლიგაში გამოდიოდა. თუმცა, იმ დროისათვის რუსთაველებს უმაღლეს ლიგაში გუნდი მაინც ჰყავდათ: "თბილისის" ბაზაზე დაარსებულმა "ოლიმპმა" სადებიუტო სეზონშივე საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა!

საერთოდაც, "ოლიმპი" ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი იყო: ხუთწლიანი არსებობის განმავლობაში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მესამეზე გავიდა და ერთხელაც - მეოთხეზე. ვნახოთ, რამდენად წარმაებული იქნება რუსთაველთა გუნდისათვის "ისტორიული მნიშვნელობის" სახელწოდების, "მეტალურგის" დაბრუნება...

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
"მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი" - უტა აბე
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...