"სამტრედიის" სპორტული დირექტორი SPORTALL.GE-ს არაბიძის ტრანსფერზე ესაუბრა

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ  23 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე, რომელიც პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაა, კარიერას ეროვნული ლიგის "სამტრედიაში" გააგრძელებს. 

იმერული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი SPORTALL.GE-სთან გააკეთა:

"გიორგი არაბიძე დაახლოებით ერთი თვეა, რაც "სამტრედიაში" ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს. მოგეხსენებათ, მას ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე კარგად იცნობს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ დამრიგებელს მსგავსი შესაძლებლობა სხვა მოთამაშეებისთვისაც მიუცია.

იმედი გვაქვს, თანამშრომლობა შედგება, არაბიძე ჩვენს გუნდში ითამაშებს და მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება."

შეგახსენებთ, არაბიძე,  რომელსაც საქართველოს ეროვნულ
ნაკრებშიც უთამაშია, დონეცკის "შახტარიდან" "ნასიონალში" გადაბარგდა, პორტუგალიურმა კლუბმა კი ის ჯერ თურქულ "ადანასპორში", შემდეგ კი ვოლგოგრადის "როტორშიც" გაანათხოვრა.

altარაბიძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა და ფორმაში დგება

altდავითაშვილმა გაიტანა, არაბიძემ ხარიხას გაარტყა [VIDEO]