ოფიციალურად: გიორგი არაბიძე ეროვნულ ლიგაში ითამაშებს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სამტრედიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის შემტევი გიორგი არაბიძე მათი კლუბის ღირსებას დაიცავს, თუმცა ხელშეკრულების სხვა დეტალები არ გაუვრცელებია. მოგეხსენებათ, გიორგი ბოლო პერიოდში ამ გუნდში ვარჯიშობდა.

არაბიძე პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრება იყო, უკანასკნელი ორი სეზონი კი  განათხოვრების წესით თურქულ "ადანასპორსა" და რუსულ "როტორში" გამოდიოდა.

"სამტრედიის" ახალწვეულს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი მატჩი აქვს გამართული და ლატვიის ნაკრების კარში საჯარიმო დარტყმით გატანილი მისი მშვენიერი გოლიც გვახსოვს.

არაბიძე დონეცკის "შახტარში" 2015 წელს, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა, თუმცა ძირითად გუნდში თამაშის საშუალება, ფაქტობრივად, არ მისცემია და
სამი წლის შემდეგ პორტუგალიაში გადაბარგდა.

გიორგი არაბიძის ახალი კლუბი, რომელსაც გია ცეცაძე წვრთნის, ეროვნულ ლიგაში უკანასკნელ, მეათე საფეხურზეა და კონკურენტებს 9 ქულით ჩამორჩება. "სამტრედია" უახლოეს შეხვედრას 7 აგვისტოს, ბათუმის "დინამოსთან" სტუმრად გამართავს.


altინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს








მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაჟა გურგულია სამტრედიაშია!!
მიდი ვაჟა!!
ვაჟა
15 ივლისი 2021 13:51
0
ცეცა მაგარია! არაბას რო ჩაავლო, გიო ჯიგარია, სწორად აირჩია კლუბი, მაქს.სათამაშო დრო და წარმოჩინების და ტრამპლინის საუკეთესო საშუალება, კიდე აქვს "სამტრედიას" სერიოზული საიდუმლო იარაღი და ვნახოთ-ვნახოთ.
vaxo
15 ივლისი 2021 09:33
1
გიორგი უდაოდ ტალანტია.მას ამ ასაკში უკვე მრავალი პრობლემა შეექმნა და ძალიანაც შეუფერხდა განვითარება.ნათქვამია,ის რაც ვერ გკლავს,გაძლიერებსო და იმედია გიორგი არაბიძეც უფრო ძლიერი,უფრო ჭკვიანი დაუბრუნდება დიდ ფეხბურთს.სამტრედიაში მას გია ცეცაძე დახვდა და მან ყველაზე კარგად იცის,გიორგის შესაძლებლობები.ძალიან მეიმედება,რომ გია ცეცაძის დახმარებით,გიო სრულფასოვან დაბრუნებას შესძლებს.ჯერ დაკარგული არაფერია და ყველაფერი წინ არის.წარმატებები,გიო!
სოსო
14 ივლისი 2021 14:32
2
დაგლიჯავს არაბიძე, ეშველა სამტრედიას
Soso
14 ივლისი 2021 13:40
0
არა მგონია, ამ ბიჭისგან კაცი დადგეს, ტალანტია უდაოდ, მაგრამ სპორტსმენი არაა და ამიტომ მეეჭვება მისი, თუმცა ყველა ვარიანტში წარმატება მინდა ვუსურვო.
14 ივლისი 2021 13:32
1
ძალიან სამწუხაროა ამ ბიჭის კარიერა ასე უკან რომ წავიდა
dato
14 ივლისი 2021 12:14
1

სიახლეები პოპულარული