არგენტინა: რომერო - დემიკელისი, სამუელი, ჰაინცე - გუტიერესი, ვერონი, მასკერანო, დი მარია - მესი - იგუაინი, ტევესი.
ნიგერია: ენიემა - ოდია, შიტუ, იობო, ტაივო - ეტუჰუ, არუნა, იუსუფი - ოდემვინგი, უაკუბუ, ობასი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
არგენტინის ნაკრების ქომაგებს 2002 წლის მუნდიალის გახსენებაც არ უნდათ, მაგრამ გავკადნიერდებით და გავახსენებთ, რადგან "ალბისელესტემ" კორეასა და იაპონიაში გამართული მუნდიალიც ნიგერიასთან მატჩით დაიწყო. გეხსომებათ, მარსელო ბიელსას მიერ გაწვრთნილი არგენტინელები მაშინ მუნდიალის ტოპ-ფავორიტები იყვნენ და ყველასათვის მოულოდნელად, ჯგუფში ჩარჩნენ, თუმცა პირველი თამაში მოიგეს: "ალბისელესტემ" 2002 წელს,
არგენტინისა და ნიგერიის დაპირისპირება ჯგუფის ცენტრალური მატჩია - ტურნირის ფავორიტი საიდუმლო ფავორიტის წინააღმდეგ. თუკი არგენტინელებს, როგორც ფავორიტებს, მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებთ, ნიგერიელებისთვის მთავარი ამოცანა არწაგებაა, რადგან მარცხის შემთხვევაში, ლარს ლაგებაკის გუნდი წნეხის ქვეშ მოექცევა.
არგენტინის ნაკრები თავდავიწყებით შეუტევსო, თქვა მატჩის წინ "ალბისელესტეს" თავკაცმა დიეგო მარადონამ. მართალია, მატჩის წინ არგენტინელთა ფიტნეს-მწვრთნელმა ფერნანდო სინიორინიმ თქვა, ლეო მესი ძალიან გადაღლილიაო, მაგრამ "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს და შეეცდება, დაადუმოს ის კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ მესი ნაკრებში შესაძლებლობების მაქსიმუმს არ ავლენს.
ლაგერბაკი ნიგერიის ნაკრებში ახალი დანიშნულია, მაგრამ შეძლო და ჩამოაყალიბა ისეთი გუნდი, რომელსაც წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. შვედი მწვრთნელი მუნდიალზე "ჩელსის" ვარსკვლავ ჯონ ობი მიკელს ვერ იყენებს და მის არყოფნაში, ნახევარდაცვაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება "ფულჰემის" საყრდენ ნახევარმცველ დიკსონ ეტუჰუს, ისევე, როგორც გარემარბებს, ჩინედუ ობასის და პიტერ ოდემვინგის.
შესარჩევ ციკლში მარადონამ ასზე მეტი ფეხბურთელი გამოცადა და როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს მიაგნო იმ გუნდს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს. "ალბისელესტემ" ხუთივე ამხანაგური მატჩი მოიგო - მათ შორის, გერმანია 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, კანადასთან 5:0-ზე მოგებული მატჩიც. ნიგერიელებს კი ტესტ-მატჩებში ცოტათი უჭირდათ.
"ბოლო ერთ კვირაში ჩემმა გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და მუნდიალისთვის მზად ვართ. არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მარადონას გუნდმა პირველივე თამაში ვერ მოიგოს," - განაცხადა გუშინ ლაგერბაკმა.
დიეგო მარადონა: "კარლოს ტევესს სათადარიგოთა სკამზე ვერ დავსვამ. კარლიტო ჩვენს გუნდში ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა და სხვათა შორის, ფანებს ის ლეო მესიზე მეტად უყვართ!"
გოტფრიდ ლენცი