"კოლხეთი" ყოველდღიურად ძლიერდება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" ფოთის "კოლხეთს" გონიოში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. ფოთელებმა თედიაშვილის მიერ 67-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვეს, მეოთხმოცეზე კი ბათუმელმა ნასუაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა.

"კოლხეთში" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელთა უმეტესობის გუნდში დარჩენაც გადაწყვეტილია. ყველაზე საინტერესო ამბები კი ის არის, რომ "კოლხეთში" ბოლნისის "სიონიდან" მეკარე მინდია ბობღიაშვილი, ხოლო ქუთაისის "ტორპედოდან" ნახევარმცველი ლაშა ქებაძე გადავიდნენ.

ბათუმი: მამინაშვილი, ფარტენაძე, ხუხია, ბაჯელიძე, რამიშვილი, ლობჟანიძე, ჟვანია, ა. მუჯირი, ბაციკაძე, ჯორბენაძე, ბერიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კაკალაძე, მალაზონია, ვარშანიძე, მაკარიანი, კალანდაძე, ტაკიძე, თოდაძე, ნასუაშვილი.
კოლხეთი:
ბობღიაშვილი, ქაჯაია, თედიაშვილი, ინწკირველი, მეგრელიშვილი, ლომაშვილი, ქებაძე, ცხადაია, გელაჭეიშვილი, კვერენჩხილაძე, მდივნიშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ნადირაშვილი, ცხვიტარია, შავგულიძე, ბარამიძე, ჯანაშია, რუსია, წიქარიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული