"სპარტაკის" მეხუთე გამარჯვება

AutoSharing Option
სპარტაკი-ადელი 3:2
1:0 ბუზალაძე (7. ნ. მაისურაძის პასით), 2:0 ნარიმანიძე (30), 2:1 გობეჯიშვილი (55), 3:1 რ. ჯიქია (72. პენალტით), 3:2 სირაბიძე (80)
სპარტაკი: დაუშვილი, სეფიაშვილი, გ. ალავიძე, ბურძენაძე, ნ. მაისურაძე, თუხარელი, მამუჩიშვილი, ზერეკიძე, ლობჯანიძე, ნარიმანიძე, ბუზალაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ლ. ძაგანია, ციმაკურიძე, გ. კვარაცხელია, ბოიომო, შალამბერიძე, კაკაშვილი, ხაჭვანი, რ. ჯიქია.

ურეკში, მოსამზადებელ შეკრებაზე, ცხინვალის "სპარტაკმა" მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და პირველ ლიგაში მოასპარეზე ბათუმის "ადელი" 3:2 დაამარცხა.

ბადრი კვარაცხელიას გუნდს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული სამი ფეხბურთელი აკლდა - მეკარე თორნიკე ზარქუა, მცველი
ბადრი ტეტუნაშვილი და ნახევარმცველი თეიმურაზ შონია. კვარაცხელიამ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც დაასვენა.

"სპარტაკი" მომდევნო საკონტროლოს 18 ივლისს ბათუმის "დინამოსთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული