ვიტელები თურქეთისკენ

AutoSharing Option
საბოლოოდ გაირკვა "ვიტ ჯორჯიას" შეკრების ადგილი - როგორც მოსალოდნელი იყო, ვეტერინარები თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოლუში გაემგზავრებიან. ზურაბ ბერიძის გუნდი თურქეთში 28 ივლისს ჩავა და იქაური სუპერლიგისა და ქვედა ლიგის კლუბებთან რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.

ვიტელთა თავკაც ზურაბ ბერიძეს შეკრებაზე 25 ფეხბურთელი მიჰყავს.

მეკარეები: 1. არდალიონ მიქაბერიძე, 12. ჯინო რეჭია, 25. გიორგი ძაძამია.
მცველები: 3. გიორგი ხუმარაშვილი, 4. ლაშა კასრაძე, 14. ირაკლი ხუჭუა, 19. ოთარ ჯავაშვილი, 20. დავით ხურცილავა, 22. რევაზ ღანიაშვილი, 28. ჯემალ გოგიაშვილი, 29. გურამ ადამაძე.
ნახევარმცველები: 6. გიორგი
ვასაძე, 7. გიორგი ოთარიშვილი, 8. გურამ გურეშიძე, 15. გიორგი კორიფაძე, 18. გიორგი გურეშიძე, 21. დავით მაისაშვილი, 27. შოთა დავლაშელიძე, 30. გიორგი ჯანელიძე.
თავდამსხმელები: 10. ირაკლი სიხარულიძე, 11. ბესიკ ჩიმაკაძე, 13. ელგუჯა ლობჯანიძე, 16. გიგა ჯუღელი, 23. ბექა ზაქრაძე, 24. გიორგი ვაშაკიძე.
ლობჯანიძე, დავლაშელიძე და ჯავაშვილი "ვიტ ჯორჯიას" დუბლებიდან ძირითად გუნდში ახლახან გადაიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული