შეთხელებული ”სპარტაკის” მარცხი

AutoSharing Option
ურეკულ შეკრებაზე მყოფი ”სპარტაკი" ბათუმის ”დინამოს" გაეჯიბრა და 1:2 დამარცხდა. ბათუმელთაგან ორი საგოლე პასი მიითვალა ვეტერანმა ამირან მუჯირმა, რომელმაც 25-ე წუთზე მაკარიანს გაატანინა, 70-ეზე კი აბუსერიძეს.

სპარტაკელთაგან 34-ე წუთზე ანგარიში ჯიქიამ გაათანაბრა შალამბერიძის პასით.

სპარტაკი: ლ. ძაგანია, ტეტუნაშვილი, ბურძენაძე, ბოიომო, თ. შონია, კ. კაკაშვილი. ციმაკურიძე, ნარიმანიძე, შალამბერიძე, რ. ჯიქია, ბუზალაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ნ. დაუშვილი, ნ. მაისურაძე, მამუჩიშვილი, ზერეკიძე, ლობჯანიძე, თუხარელი.
ბათუმი: მამინაშვილი, რამიშვილი, ა. ბაჯელიძე, ხუხია, მაკარიანი, სამსეიშვილი, ა. მუჯირი, ზ. ლობჟანიძე, ბერიძე, ჯორბენაძე, ბაციკაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: თ. კაკალაძე, ტაკიძე,
გოგიტიძე, ნასუაშვილი, თედორაძე, დიასამიძე, აბუსერიძე.

”სპარტაკს" ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის გივი კვარაცხელია და ზვიად მეტრეველი, 19-წლამდელთა ნაკრებში კი ვალერი კილასონიაა გამოძახებული.

20 ივლისს ცხინვალელთა სპარინგ-პარტნიორი წალენჯიხის ”სქური" იქნება, 21-ში კი - საჩხერის ”ჩიხურა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული