თურქულ შეკრებაზე "ვიტ ჯორჯიამ" ორიდან ორივე მატჩი მოიგო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" უკვე ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო. ზურაბ ბერიძის გუნდმა ჯერ თურქეთის რანგით მეორე ლიგის ბინადარ "ბოლუსფორს" 3:1 სძლია, შემდეგ კი "ქარაბუქსფორის" დუბლები 5:1 გაანადგურა.

პირველ შეხვედრაში გიორგი ვაშაკიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ბექა ზაქრაძის ანგარიშზეა.

"ვიტ ჯორჯია" "ბოლუსფორთან": მიქაბერიძე - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - გურამ გურეშიძე, ვასაძე - კორიფაძე, ჯანელიძე, ზაქრაძე - ჩიმაკაძე.
მეორე ტაიმში: ძაძამია - ხუჭუა, გოგიაშვილი, ხუმარაშვილი, ჯავაშვილი - მაისაშვილი, დავლაშელიძე - ვაშაკიძე, გიორგი გურეშიძე, ჯუღელი - სიხარულიძე.

მეორე
მატჩში თავი გიორგი ჯანელიძემ, გურამ გურეშიძემ, გიორგი კორიფაძემ, ბესიკ ჩიმაკაძემ და ელგუჯა ლობჯანიძემ გამოიჩინეს.

"ვიტ ჯორჯია" "ქარაბუქის" დუბლებთან: მიქაბერიძე - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - ვასაძე, გურამ გურეშიძე - ვაშაკიძე, ჯანელიძე, ზაქრაძე - სიხარულიძე.
მეორე ტაიმში: ძაძამია - ხუჭუა, გოგიაშვილი, ხუმარაშვილი, ოთარიშვილი - მაისაშვილი, დავლაშელიძე - კორიფაძე, გიორგი გურეშიძე, ჯუღელი (ჯავაშვილი) - ჩიმაკაძე (ლობჯანიძე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული