ვიტელები "ელაზიგსფორთან" ფრეს დასჯერდნენ

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და თუკი პირველ ორში გაიმარჯვა, ამჯერად ფრეს დასჯერდა. თურქეთის რანგით მეორე ლიგის ბინადარ "ელაზიგსფორთან" ქართველებმა 0:0 ითამაშეს.

როგორც ვეტერინართა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თამაში თანაბარი იყო და საგოლე შანსები ორივე გუნდმა გაუშვა ხელიდან.

"ვიტ ჯორჯიამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიქაბერიძე - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - გურამ გურეშიძე, ვასაძე - კორიფაძე (46. ვაშაკიძე), ჯანელიძე, ზაქრაძე (46. ჯუღელი) - ჩიმაკაძე (85. ლობჯანიძე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული