გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, იმსჯელეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და სხვა ლიგების დებულებებსა და კალენდრების თაობაზე.
ამ საკითხებზე ვრცლად ილაპარაკა სფფ-ის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა რევაზ შენგელიამ.
ითქვა, რომ ეროვნული ჩემპიონატის კალენდარში მცირე ცვლილებები იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ევროთასებზე მოასპარეზე ქართული კლუბები უფრო შორს წავლენ და ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე მოხვდებიან.
აღმასკომმა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უძღვებოდა, ცვლილებები, დებულებები და კალენდრები ერთხმად დაამტკიცა, გარდა ამისა, გარკვეული ცვლილებები შეიტანა სადისციპლინო კოდექსში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:54 28-07-2011
ჩემპიონატის კალენდარს მხოლოდ ევროწარმატებები შეცვლის
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული