"ვიტ ჯორჯია" თურქეთიდან დაუმარცხებელი ბრუნდება

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. ვეტერინარები ქვედალიგელ "მარაშსფორს" გაეჯიბრნენ და 2:1 მოუგეს. ვიტელთაგან ორივე გოლი ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა.

ზურაბ ბერიძის გუნდმა ამ შემადგენლობით ითამაშა: მიქაბერიძე - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - გურამ გურეშიძე, ვასაძე - კორიფაძე (60. ზაქრაძე), ჯანელიძე, ჯუღელი (46. ხუჭუა) - ჩიმაკაძე.

შეგახსენებთ, ბოლუში "ვიტ ჯორჯიამ" ოთხი სპარინგი გამართა, საიდანაც სამში გაიმარჯვა, ერთი კი ფრედ დაასრულა. გუნდი ბოლუდან თბილისში დღეს დაბრუნდება. ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ვეტერინარები 6 აგვისტოს გორის "დილას" უმასპინძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული