ჩემპიონის ქუთაისური ტრიუმფი

AutoSharing Option
ტორპედო-ზესტაფონი 1:2
ქუთაისი. 9000 მაყურებელი
გოლები: 1:0 წინამძღვრიშვილი (15), 2:0 ელიავა (40), 1:2 მეგრელაძე (77.პენ)

ტორპედო ზესტაფონი
4-5-1 4-4-2
მიგინეიშვილი მამალაძე
ფოფხაძე ღონღაძე
ქემოკლიძე კობახიძე
თოდუა ონიანი
მანჩხავა ელიავა
დოლიძე ბაბუნაშვილი
თარხნიშვილი ძარია
ჩიკვილაძე გორგიაშვილი
დ. ბოლქვაძე გრიგალაშვილი
სეთურიძე დვალი
გოცირიძე წინამძღვრიშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. კიკნაძე გ. გეგუჩაძე

46. გოცირიძე -მმეგრელაძე
58. ბოლქვაძე - საბანაძე
64.ქემოკლიძე - ჩხარტიშვილი
სათადარიგოები: ქვილითაია, დიღმელაშვილი, იოსელიანი, დ.კირკიტაძე


55. ბაბუნაშვილი- აფციაური
66.წინამძღვრიშვილი - ბენაშვილი
75.ძარია - დაუშვილი
სათადარიგოები: რ. კვასხვაძე, ალადაშვილი, ლომია, სარდალიშვილი

გაფრთხილება: გორგიაშვილი (87)
გაძევება: დვალი (82)
არბიტრი:გ. ვადაჭკორია

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამომშვიდობებულმა "ზესტაფონმა" ავსტრიულ "შტურმთან" განცდილი
მარცხი მალე დაივიწყა და საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში "ტორპედოსთან" ურთულესი შეხვედრა მოიგო. ზესტაფონელებმა 3 ქულა ალალად მოიპოვეს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ "ტორპედოს" ქულის გადარჩენა შეეძლო და ესაც უფრო... ზესტაფონელთა წყალობით.

ზემოიმერლებმა მატჩის ბოლოსკენ აუტკივარი თავი აიტკიეს - ჯერ ონიანის ხელით თამაშის გამო პენალტით დაისაჯნენ (მეგრელაძე - გოლი), შემდეგ კი დვალს თანამსაჯი ”შემოელანძღა" და მოედანი დაატოვებინეს.

იმერული დერბის ყოველთვის ახლავს დიდი ინტრიგა და გუშინაც ასე იყო. მოედანს მართლაც იდეალური ეთქმოდა, რითაც სტუმრებმა უფრო ისარგებლეს და "ტორპედოს" კომბინაციური ფეხბურთი მოახვიეს თავს. ტემპი საკმაოდ მაღალი იყო და ორივე გუნდი თავიდანვე შეტევებზე ფიქრობდა. ზესტაფონელებმა, რომლებსაც გია გეგუჩაძის შეუძლოდ ყოფნის გამო მისი ასისტენტი გია ჭიაბრიშვილი გაუძღვა, სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი და წინამძღვრიშვილი ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ ღონღაძის ფლანგურ ჩაწოდებას ვერ შეწვდა.

ფეროელთა შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებული იყო. სათადაროგოებში აღმოჩნდნენ კვასხვაძე, ალადაშვილი, აფციაური და დაუშვილი, წინა ჩემპიონატის ბომბარდირი ნიკოლოზ გელაშვილი კი განაცხადშიც არ იყო. მიუხედავად, ამისა ზესტაფონელები მაინც თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ და ბურთს აკონტროლებდნენ. "ტორპედოც" არ გამოიყურებოდა ურიგოდ, გოცირიძის დარტყმა მიზანს ასცდა, ჩიკვილაძისა კი მამალაძემ გაჭირვებით მოიგერია... შემდეგ კი მასპინძლებს აშკარად გაუჭირდათ დვალის, გრიგალაშვილისა და ძარიას შეტევების მოგერიება. აქტიური იყო წინამძღვრიშვილიც, რომელიც მცველებს დაძაბულობაში ამყოფებდა.

ზესტაფონელებმა მალევე იხეირეს. მე-15 წუთზე დვალმა მცველებს დაასწრო და ვარდნაში ბურთი წინამძღვრიშვილისკენ გადააგდო, მეკარე სტატისტის როლში დარჩა, რატის კი ცარიელი კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. ამის მერეც კარგი საგოლე შანსები გაუშვეს ხელიდან წინამძღვრიშვილმა, დვალმა და გრიგალაშვილმა. ფეროელთა დიდმა უპირატესობამ შედეგი, ცხადია, გამოიღო: მე-40 წუთზე ელიავამ საჯარიმოს გარედან გაისროლა, ბურთი თოდუას მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მიგინეიშვილის კარში აღმოჩნდა - 2:0.

მეორე ტაიმში გიორგი კიკნაძემ გოცირიძის ნაცვლად ვეტერანი გია მეგრელაძე გამოიყვანა, რომელსაც მერე ნიკა საბანაძე შეუწყვილა. "ტორპედო" გააქტიურდა და ჩიკვილაძე ახლოს იყო მიზანთან, შემდეგ ბოლქვაძე ამატებდა, მაგრამ ისევ მცველებმა იმარჯვეს. ამის შემდეგ უპირატესობა ისევ ”ზესტაფონის” ხელში გადავიდა, მაგრამ არაერთი გაცუდებული მომენტის შემდეგ ზესტაფონელები დაისაჯნენ. ონიანიმა ხელით ითამაშა და პენალტი გოლად მეგრელაძემ აქცია. მალე დვალი გააძევეს მოედნიდან და სტუმრები უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა ისინი 10 კაცითაც უკეთ გამოიყურებოდნენ.

გიორგი კიკნაძე (ტორპედო): ”ზესტაფონმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და უკეთეს კონდიციებშია, ვიდრე ჩვენი გუნდი. დღეს აშკარად გვაჯობეს და დამსახურებულად მოიგეს. მომავალი მატჩებისთვის ცვლილებები აუცილებლად იქნება".

გია ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი): "ფეხბურთელებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. "ტორპედოს" წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ქუთათურები მალე უკეთესად ათამაშდებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სპოტსმენს, ისე როგორც ნებისმიერ ადამიანს, თავმდაბლობა ალამაზებს. ზესტაფონის რიგებში ყველაზე სუსტი - დვალია. ის ამ თმაშშიც მცდელობას არ აკლებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. ბოლოს კი იუზრდელა. გვერდით მსაჯს რომც შეცდომა დაეშვა, რა გადამწყვეტი მომენტი იქ იყო?
zuxusha
11:13 08-08-2011
0
ყველამ ვიცით რომ დვალი არ არის ოსტატური და ტექნიკური ფეხბურთელი, მაგრამ ძალიან მებრძოლია. წლევანდელ სეზონში აშკარად ისე ვერ აკეთებს ყველაფერს როგორც საჭიროა, შარშანდლისაგან განსხვავებით. იქ ბურთი ვერ გააჩერა იქ კარში ვეღარ დაარტყა, მაგრამ შარშან 12 გოლი გაიტანა. ვფიქრობ მალე უკეთ ათამაშდება, აი მსაჯთან რაც გაააკეთა ნამდვილად არ აქვს გამართლება :))
Dato Gachechiladze
15:33 08-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული