"დილა" ჩემპიონატს აუცილებლად გაალამაზებს

AutoSharing Option
ვიტ ჯორჯია-დილა 4:3
6.08. მცხეთა. მცხეთა პარკი. 600 მაყურებელი

1:0 ჯუღელი (37. კორიფაძის პასით), 1:1 ნ. ნოზაძე (42. პენ.), 2:1 ჯანელიძე (51. პენ.), 2:2 ნ. ნოზაძე (69), 2:3 ახალკაცი (71. რაჟამაშვილის პასით), 3:3 კასრაძე (76. ჯანელიძის პასით), 4:3 კორიფაძე (90. ვაშაკიძის პასით)

ვიტ ჯორჯია დილა
4-2-3-1 4-4-2
ა.მიქაბერიძე მერლანი
ხურცილავა ლომიძე
ადამაძე ქარქუზაშვილი
კასრაძე მაჭავარიანი
ღანიაშვილი შათირიშვილი
გურამ გურეშიძე რაჟამაშვილი
ვასაძე ჯოჯუა
კორიფაძე ნ. ნოზაძე
ჯანელიძე სტეფნიაშვილი
ჯუღელი დ. ჩაგელიშვილი
ჩიმაკაძე გ. თოდუა
მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ბერიძე გ. ცეცაძე

ვიტ ჯორჯია
46. ჯუღელი - ვაშაკიძე
54. ჩიმაკაძე - სიხარულიძე
84. ვასაძე - გიორგი გურეშიძე
სათადარიგოები:
ძაძამია, მაისაშვილი, გოგიაშვილი, ჯავაშვილი

დილა
56. დ. ჩაგელიშვილი - ახალკაცი
64. გ. თოდუა - გოგინაშვილი
67. სტეფნიაშვილი - მურადაშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, დ. ჩაგელიშვილი, ჭითანავა, სადაღაშვილი

გაფრთხილება: ჯანელიძე (11), ადამაძე (15), შათირიშვილი (34), ღანიაშვილი (41), გურამ გურეშიძე (75), ჯოჯუა (75)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ნეტა, ასეთი სანახაობა ჩვენი ჩემპიონატის ყოველ ტურში ერთხელ მაინც გაიმართოს! მცხეთაში ნამდვილი საფეხბურთო თრილერი ვიხილეთ, რომლის ორივე მონაწილესაც მადლობა ეკუთვნის. მატჩი თავიდან ბოლომდე ორმხრივი შეტევებით წარიმართა და 3:3-ზეც ვერ იტყოდი, ვინ შეძლებდა გამარჯვების გოლის გატანას.
იმის შეგრძნება კი ნამდვილად გვქონდა, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა და მიზანს უფრო გამოცდილმა "ვიტ ჯორჯიამ" მიაღწია.

არადა, წასაგებად მასპინძლებიც და სტუმრებიც ცოდოები იყვნენ. "ვიტ ჯორჯია" რომ ქართული საზომებით სერიოზული კლუბია, ეს აქამდეც ნათელი იყო, "დილამ" კი თავისი შემტევი და კომბინაციური ფეხბურთით შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლეს ლიგას ძლიერი და საინტერესო გუნდი შეემატა.

მცხეთის განახლებულ სტადიონზე მცხეთელ და გორელ ქომაგებთან ერთად თამაშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და "დინამოს" თავკაცი ალექს გარსია დაესწრნენ. ამ უკანასკნელის ყურადღების არეში "ვიტ ჯორჯია" უფრო უნდა ყოფილიყო, რადგან ჩემპიონატის მეორე ტურში "დინამო" სწორედ ვეტერინარებს ხვდება.

მატჩში მრავლად იყო გამოუყენებელი საგოლე მომენტი, მაგრამ მარტო გოლების გახსენებაც საკმარისი უნდა იყოს. გიგა ჯუღელმა ანგარიში გიორგი კორიფაძის გამჭოლი გადაცემით გახსნა, პირველი ტაიმის ბოლოს კი რევაზ ღანიაშვილმა საკუთარ საჯარიმოში თორნიკე სტეფნიაშვილს მაისურზე დაქაჩა და პენალტი ნოდარ ნოზაძემ გამოიყენა.

შეხვედრა შესვენების შემდეგ უფრო კარგი სანახავი იყო. თერთმეტმეტრიანის მომპოვებელმა სტეფნიაშვილმა საკუთარ საჯარიმოში თავად დაარღვია წესი და კორიფაძე წააქცია. პენალტი დაზარალებულმა გამოიყენა - 2:1.

შეცვლაზე შესულმა გამოცდილმა რომან ახალკაცმა "დილას" თამაში უფრო გაამწვავა და გორელებმა ორწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანეს. ჯერ ნოზაძემ საჯარიმოს გარედან ულამაზესად გაისროლა "ცხრიანში", შემდეგ კი ახალკაცმა დავით რაჟამაშვილის პასით იხეირა. "დილას" ლიდერად სწორედ რაჟამაშვილი ჩანს, ეს ახალგაზრდა შესანიშნავი ტექნიკითა და მოედნის ხედვით გამოირჩევა.

76-ე წუთზე "ვიტ ჯორჯიამ" სტანდარტით ისარგებლა - ჯანელიძის ჩაწოდებული საჯარიმო ლაშა კასრაძემ თავურით დააგვირგვინა, ოთხ წუთში კი მიზანმა ოდნავ უმტყუნა და ბურთი ხარიხას გაარტყა.

ბოლო წუთებში ნათელი გახდა, რომ ფრე არავის უნდოდა, რაჟამაშვილს კარგი შანსი გაუცუდდა, დაუწერელი საფეხბურთო კანონი კი მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ამოქმედდა და შეცვლაზე შესული გიორგი ვაშაკიძის პასით კორიფაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ
ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯია"): "ვიცოდი, რომ "დილა" ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მოუმატებს და უმაღლეს ლიგაში თავის სათქმელს იტყვის. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც გამარჯვებისთვის თავი არ დაზოგეს".

გია ცეცაძე ("დილა"): "მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. შედეგით, ბუნებრივია, უკმაყოფილო ვარ, თამაშის ხარისხი კი ნორმალური იყო. დაცვაში პრობლემები გვქონდა, რადგან პირველი ტურისთვის ვალტერ ხორგუაშვილისა და ოლეგ გველესიანის განაცხადში შეყვანა ვერ მოვასწარით. მათ გარდა, პავლე ხორგუაშვილიც დაგვემატება და ვფიქრობ, უკეთ ავთამაშდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული