გაგრა-მერანი 3:0
1:0 სიჭინავა (23), 2:0 კვანტალიანი (47), 3:0 ტყეშელაშვილი (58. ნაკონეჩნის პასით)
გაგრა მერანი
სეფიაშვილი გ. შენგელია
ნ. ჯიშკარიანი კაკუშაძე
ზ. ჩხეტიანი იობაშვილი
ტყეშელაშვილი გ. ჟვანია
კალანდაძე სუხიაშვილი
ხუციძე ჩალაძე
ნაკონეჩნი გ. მანწკავა
სიჭინავა იატრო
შარიქაძე ე. გრიგალაშვილი
კვანტალიანი კუჭუხიძე
ორდინსკი ამბროლაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. პისკოვეცი მ. ჟვანია
გაგრა
72. კალანდაძე - გაბუნია
84. ორდინსკი - ჭოხონელიძე
86. სიჭინავა - ჭკუასელი
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ქართველიშვილი, ყურულაშვილი, ზვიადაძე
მერანი
54. ჩალაძე - სამადაშვილი
57. კუჭუხიძე - ტაპე
63. იატრო - წოწორია
სათადარიგოები: შეროზია, თ. შალიკაშვილი, ჭაფოძე, ტორაძე
გაფრთხილება: კვანტალიანი (26), ჟვანია
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
მარტვილელებს უმაღლეს ლიგაში დებიუტი წარუმატებელი გამოუვიდათ. შესაძლოა, "მერანი" გამანადგურებელი ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ შედეგი მაინც ლოგიკური იყო, უმთავრესად, იქიდან გამომდინარე, რომ "გაგრამ" ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ჩვეულ სტილში, სწრაფად და პრაგმატულად ითამაშა და საგოლე მომენტების დიდი ნაწილიც გამოიყენა, მაშინ, როცა სტუმრები შეტევის დასკვნით ნაწილში ღირებულს ვერაფერს აკეთებდნენ, ხიფათს ვერც კომბინაციებით ქმნიდნენ და შორეული დარტყმებიც ძალიან არაზუსტი გამოსდიოდათ.
მატჩი ანატოლი პისკოვეცის გუნდის უპირატესობით დაიწყო, მიკოლა ნაკონეჩნიმ შორეული დარტყმით ორჯერ შეაწუხა გიზო შენგელია, ანგარიში კი პირველი ტაიმის შუა წუთებში დაახლოებით 25 მეტრიდან დათა სიჭინავამ ძალიან ლამაზი დარტყმით გახსნა. შესვენებამდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა, მეორე ნახევარში კი "მერანის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 47-ე წუთზე მარტვილელები უკვე განწირულნი იყვნენ. მეკარე შენგელიამ ვლადიმირ ორდინსკის დარტყმული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, დამატებაზე კი ყველას შალვა კვანტალიანმა დაასწრო - 2:0.
58-ე წუთზე "გაგრამ" წერტილი დასვა - ნაკონეჩნის მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას მასპინძელთა კაპიტანი გიორგი ტყეშელაშვილი გამოეხმაურა და "მერანის" კარი თავურით დალაშქრა.
მოკლედ, "მერანზე" "მერანმა" ლოგიკური მარცხი განიცადა. "გაგრამ" ჩემპიონატი დაგეგმილი სამი ქულით დაიწყო, მარტვილელებს კი, წესით, ამაზე მეტი შეუძლიათ, რასაც ყველაზე უკეთ, ალბათ, შინ დაამტკიცებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"