"ზესტაფონი" - მზადება "კოლხეთისა" და "ბრიუგესთვის"

AutoSharing Option
ორდღიანი შესვენების შემდეგ "ზესტაფონმა" საკუთარ ბაზაზე ეროვნული ჩემპიონატისა და ევროპის ლიგის მატჩებისთვის მზადება განაახლა.

საქართველოს ჩემპიონებმა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ოთხეულის (ზურაბ მამალაძე, კახა ალადაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, მურთაზ დაუშვილი) გარეშე ივარჯიშეს.

გუნდთან ერთადაა ახალწვეული ედიკ საჯაია, ტრავმამოშუშებული გოგა ფიფია კი სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ჯერჯერობით ინდივიდუალურად ემზადება ნიკოლოზ გელაშვილი, ისევე, როგორც ზურაბ მენთეშაშვილი, რომელმაც წვრთნა ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ განაახლა და თამაშს დაახლოებით ერთ თვეში შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გია გეგუჩაძე როგორ არის? გამოჯანმრთელდა? ავტორ, დაწერეთ რამე რა ამ კაცზეც; თქვით ხომ კარგად არის? ვარჯიშებს თუ ესწრება?
ვუსურვებ ცწრაფად გამოჯანმრთელებას ბატონ გიას!
უძლევი
02:32 13-08-2011
0

სიახლეები პოპულარული