"გაგრამ" ბოლნისში "სიონს" 3:1 სძლია

AutoSharing Option
14.08. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი
სიონი-გაგრა 1:3
0:1 კალანდაძე (12), 0:2 კვანტალიანი (45), 0:3 კვანტალიანი (49. ჯიშკარიანის პასით), 1:3 ისიანი (70. რეხვიაშვილის პასით)

სიონი გაგრა
4-4-1-1 3-5-2
ზუხბაია სეფიაშვილი
კობაური ზ. ჩხეტიანი
სვანიძე ტყეშელაშვილი
გ. თარგამაძე კალანდაძე
ლ. ჩხეტიანი ხუციძე
ვ. უგრეხელიძე ნაკონეჩნი
გ. ოქროპირიძე შარიქაძე
ვ. ბოლქვაძე სიჭინავა
მ. ოქროპირიძე ჯიშკარიანი
ისიანი ორდინსკი
რეხვიაშვილი კვანტალიანი
მწვრთნელი მწვრთნელი
ვ. ჩაგელიშვილი ა. პისკოვეცი

სიონი
73. მ. ოქროპირიძე - ქუცურუა
80. ვ. უგრეხელიძე - ალფაიძე
90. ისიანი - გაბრიჭიძე
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ადამაშვილი, ა. ნოზაძე, ლ. ჯინჭარაძე

გაგრა
59. ხუციძე - გაბუნია
76. სიჭინავა - ჭკუასელი
89.
ორდინსკი - ყურულაშვილი
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჭოხონელიძე, ქართველიშვილი, ზვიადაძე

გაფრთხილება: ვ. ბოლქვაძე (13), რეხვიაშვილი (48), ზუხბაია (74)

არბიტრი: ხ. გაგნიძე


"სიონმა" სეზონისთვის მზადება ეროვნული ჩემპიონატის სტარტამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო და ერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა - ყოველივე ამის ფონზე ორი მარცხი და ნული ქულა აბსოლუტურად კანონზომიერი შედეგია.

ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ბოლნისელები ნებისმიერ მეტოქესთან მიზერული შანსით იქნებოდნენ და შესაბამისად, ფავორიტის სტატუსი ჰქონდა "გაგრასაც", რომელმაც გუშინ მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ანატოლი პისკოვეცის გუნდი თვალსაჩინო უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრა. მე-12 წუთზე დაახლოებით 40 მეტრიდან ნიკოლაი ნაკონეჩნიმ ჯარიმა პირდაპირ კარისკენ გაუშვა და მეკარის მოგერიებულს ლაშა კალანდაძემ დაამატა - 0:1.

თამაში დაბალ ტემპში გაგრძელდა. "სიონს" შეუთამაშებლობა და ფიზიკური მოუმზადებლობა აშკარად ეტყობოდა, "გაგრას" კი არსად ეჩქარებოდა და დინჯად ელოდა მორიგ შანსს, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს მიეცა - შალვა კვანტალიანმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ზუხბაიას დაბალ კუთხეში გაუტანა.

მატჩის მეორე ნახევარში სტუმრებმა მასპინძლებს გონს მოსვლა არ აცალეს და 49-ე წუთზე საერთოდ უშანსოდ დატოვეს - ნიკა ჯიშკარიანმა შეტევის მარცხენა ფლანგზე მეურვე ჩამოიცილა და კვანტალიანი მოძებნა, რომელმაც თავურით დუბლი შეასრულა.

ქვემოქართლელები ამის შემდეგ ცოტა გამოცოცხლდნენ და შეტევაც სცადეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მეტოქეს განსაკუთრებული თავსატეხი გაუჩინეს. "გაგრამ" ინიციატივა შეგნებულად დათმო და თამაშის ტემპი კიდევ უფრო დააგდო. "სიონი" მეტოქის საჯარიმომდე მიღწევას იშვიათად ახერხებდა და მისმა ფეხბურთელებმა შორიდან რამდენიმეჯერ უშედეგოდ დაარტყეს.

"სიონმა" პრესტიჟის ბურთის გატანა მაინც შეძლო - გიორგი რეხვიაშვილის გამჭოლ გადაცემას ვილი ისიანი გამოეხმაურა.

"სიონი", ჯერჯერობით, უმაღლეს ლიგაში მოვალეობის მოხდის მიზნით მოთამაშე გუნდს ჰგავს და მხოლოდ მისთვის კი არა, მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის იქნება კარგი, თუ ბოლნისელთა პრობლემები მალე მოგვარდება და მათი სახით ჩემპიონატს ანგარიშგასაწევი ძალა დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული