ამბიციური მწვრთნელია მის მიერ დანიშნული კობა ჟორჟიკაშვილიც, რომელმაც "მეტალურგის" თავისი შეხედულებისამებრ დაკომპლექტება დაიწყო, რამდენადაც ამის საშუალებას დარჩენილი სატრანსფერო პერიოდი აძლევს.
ერთ-ერთი ახალწვეული კლუბის ყოფილი მოთამაშეა - თავდამსხმელი გიორგი ჭედია, რომელიც რუსთაველთა კლუბში 2010 წელს გადავიდა და კლუბთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა. შემდეგ ისე მოხდა, რომ თურქულ "ტრაბზონში" გადასვლის მოიმედე აზერბაიჯანულ თავუზის "თურანში" აღმოჩნდა. ერთი სეზონის შემდეგ კი "ლელოს"
ჭედიას საქართველოში მობრუნებას "გაგრას" მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეციც ცდილობდა, მოლაპარაკებაც შედგა - "გაგრა" 22 წლის ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გიორგის აზერბაიჯანულ კლუბთან კონტრაქტი 2011 წლის 30 აგვისტოს ეწურებოდა.
"გაგრაში" იმედოვნებდნენ, რომ კვიპროსულ "ანორთოსისთან" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე გიორგის განაცხადში შეიყვანდნენ, მაგრამ მისი აზერბაიჯანში ჩასვლა უშედეგო აღმოჩნდა - "თურანის" პრეზიდენტი კონტრაქტის გაწყვეტაზე არ დათანხმდა.
ამასობაში დაიწყო აზერბაიჯანის ჩემპიონატი და ჭედიამ "თურანის" შემადგენლობაში პირველ ტურში ბაქოს "ინტერთან" ითამაშა. ყველამ ჩათვალა, რომ ის კვლავ აზერბაიჯანულ კლუბში რჩებოდა, მაგრამ გიორგიმ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება აღარ ისურვა.
კობა ჟორჟიკაშვილის თქმით, მას გათავისუფლების ცნობა აქვს და, წესით, ამ უქმეების ტურისთვის უნდა დავიმატოთო.
ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავიც: "მეტალურგის" გასაძლიერებლად საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - ამიერიდან ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და მეტალურგიული კომბინატი კლუბზე ერთობლივად იზრუნებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"