"სიონი" - კრება და ახალწვეული

AutoSharing Option
"სიონმა" სეზონი წარუმატებლად დაიწყო, რაც გასაკვირი სულაც არ არის - ბოლნისელებს სეზონისწინა მოსამზადებელი შეკრება, ფაქტობრივად, არ გაუვლიათ და შემადგენლობაც ბოლოსღა დააკომპლექტეს.

ამის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობა მაინც ვერ მალავს უკმაყოფილებას და საგანგებო კრებაც მოიწვია - მორიგი მარცხი სამწვრთნელი შტაბსა და ბევრ ფეხბურთელს შეიძლება, სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს.

"სიონში" კიდევ ერთი ახალწვეულია - 20 წლის თავდამსხმელი ზურაბ ხურციძე, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანულ "თურანში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული