ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0
ვიტ ჯორჯია მერანი
4-4-2 4-4-2
ძაძამია შეროზია
ხურცილავა კაკუშაძე
ადამაძე იობაშვილი
კასრაძე ჟვანია
ღანიაშვილი სუხიაშვილი
ვასაძე ამბროლაძე
გიორგი გურეშიძე ე. გრიგალაშვილი
გურამ გურეშიძე დიდავა
ჯანელიძე მანწკავა
სიხარულიძე ლ. ჩალაძე
ჩიმაკაძე ტაპე
მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ბერიძე მ. ჟვანია
ვიტ ჯორჯია
52. სიხარულიძე - ვაშაკიძე
62. გიორგი გურეშიძე - კორიფაძე
89. ჩიმაკაძე - მაისაშვილი
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, გოგიაშვილი, ოთარიშვილი, ხუჭუა
მერანი
68. ამბროლაძე - სამადაშვილი
72. მანწკავა - მემარნიშვილი
81. ტაპე - ჭაფოძე
სათადარიგოები: გ. შენგელია, თ. შალიკაშვილი, ქამუშაძე, ტორაძე
გაფრთხილება: კაკუშაძე (9), გურამ გურეშიძე (13), მანწკავა (32)
არბიტრი:
იშვიათად, რომ 0:0-ის შემდეგ ვთქვათ, საინტერესო თამაში ვნახეთო, მაგრამ მცხეთაში გუშინ გამართული მატჩი მაინც განსაკუთრებით მოსაწყენი გამოდგა.
გამარჯვება, ბუნებრივია, ორივე გუნდს სურდა, თუმცა სტუმრებისთვის ფრეც მისაღები შედეგი იყო და "მერანმა" ამოცანა წარმატებით გადაჭრა, "ვიტ ჯორჯიას" კი, მცირე უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვება ნამდვილად არ დაუმსახურებია და სტუმარ-მასპინძელმა აქტივს თითო ქულა შემატა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, უმაღლესი ლიგის დებიუტანტებიც თამამად უტევდნენ, მეორე ნახევარში კი ვიტელთა უკეთესი ფიზიკური მომზადება გამოჩნდა და "მერანმაც" შეგნებულად აირჩია მეორე ნომრად თამაში.
მატჩი უსახური კი იყო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდი გასახსენებლად მაინც ღირს. მე-14 წუთზე გიგა ჟვანიას მიერ შესრულებული ჯარიმა მიზანს ოდნავ ასცდა, ხუთ წუთში კი მარტვილელთა მეკარე ჯონი შეროზიამ გიორგი ვასაძის თავური ეფექტური ნახტომით მოიგერია.
შესვენებამდე საინტერესო სულ ეს იყო, მეორე ტაიმში კი მიზანთან ახლოს ორჯერ "ვიტ ჯორჯია" იყო და ერთხელ - "მერანი". ბესიკ ჩიმაკაძის დარტყმულს შეროზიამ ხელები უხერხულად დაუხვედრა და კინაღამ კურიოზული გოლი გაუშვა, ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა გიორგი ვაშაკიძემ მიზანს ააცილა, ჟვანიამ კი ბურთი მასპინძელთა კარის ბადეს გარედან მოარტყა.
აღსანიშნავია, რომ "ვიტ ჯორჯიამ" არა ჩვეული 4-2-3-1-ით, არამედ 4-4-2 ტაქტიკით ითამაშა, თუმცა მეორე ტაიმში განხორციელებული შეცვლების შემდეგ კვლავ ძველ განლაგებას დაუბრუნდა.
მატჩის შემდეგ
ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯია"): "მეტოქემ სწორი ტაქტიკით ითამაშა, აქცენტი დაცვაზე გააკეთა და მიზანსაც მიაღწია. ჩვენ კი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება გვმართებს".
არჩილ ჩხაბერიძე ("მერანი"): "სტუმრად მოპოვებული ფრე ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია. ორივე გუნდმა ბევრი იბრძოლა, მატჩის შედეგი კი კანონზომიერად მიმაჩნია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"