ხისტი ფეხბურთის ზეობა - პრეტორიაში სამკვდრო სასიცოცხლო დუელს ველით

AutoSharing Option

სერბეთი: სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ვიდიჩი, სუბოტიჩი, კოლაროვი - სტანკოვიჩი, მილიაში - კრაშიჩი, იოვანოვიჩი - პანტელიჩი, ჟიგიჩი.
განა: კინგსონი - პანტსილი, ფორსა, მენსა, შარპეი - კ. პ. ბოატენგი, ანანი - ტაგოე, ასამოა, მუნტარი - გიანი.
არბიტრი: ექტორ ბალდასი (არგენტინა)

სერბებმა სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემდეგ იმდენად ხმაურიანი კომენტარები გააკეთეს, რომ ლამისაა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად შევრაცხოთ... არა, რადომირ ანტიჩს მართლაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც რეალურად შეუძლია მუნდიალზე თავის კარგად წარმოჩენა. სერბები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას განასთან მატჩით იწყებენ. აფრიკელებს მიკაელ ესიენი რომ ჰყავდეთ, სულ

სხვა გუნდი ეყოლებოდათ, მაგრამ არც თავიანთი კაპიტნის გარეშე დარჩენილები ფიქრობენ იმაზე, რომ ჯგუფში ჩარჩებიან. მეტიც: სერბების დარად, განელებიც ძალიან მოტივირებულები ჩანან და მინიმუმ მეოთხედფინალს (!) უმიზნებენ.

რაკი ასეა, პრეტორიაში გასამართი ამ შეხვედრისგან, წესით, დიდი სიამოვნება უნდა მივიღოთ. პირველ რიგში ხისტი და დაუნდობელი ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან განა ისედაც ფიზიკურ სიძლიერეზე დაყრდნობილი გუნდია და არც სერბები თამაშობენ მაინცდამაინც მსუბუქ და ჰაეროვან ფეხბურთს.
სერბეთის ნაკრები ყველა პოზიციაზე ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული. ანტიჩის გუნდის დაცვის ცენტრში მანჩესტერელი ნემანია ვიდიჩი და დორტმუნდელი ნევენ სუბოტიჩი ბევრი თავდამსხმელისთვის გადაულახავ ზღუდეს ქმნიან. დაცვის მარჯვენა ფრთაზე ჩელსელი ივანოვიჩი თამაშობს, მარცხნივ კი, უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი ალექსანდრ კოლაროვი. ნახევარდაცვის "შეფი" დეიან სტანკოვიჩია, ფლანებიდან მილოშ კრაშიჩი და მილან იოვანოვიჩი უტევენ, წინა ხაზზე კი, ანტიჩს ყოველთვის აყლაყუდა ნიკოლა ჟიგიჩი და მარკო პანტელიჩი ჰყავს ხოლმე გამწესებული.  სერბები განის ნაკრებიდგან კევინ-პრინს ბოატენგს უნდა უფრთხილდნენ. ეს უკანასკნელი ძალიან უხეში საყრდენი ნახევარმცველია...

გოტფრიდ ლენცი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული