"ვეტერინარებმა" მცველი დაიმატეს

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ იაქტიურა და კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა: ვეტერინართა ღირსებას ამიერიდან ცენტრალური მცველი გიორგი გეთიაშვილი დაიცავს.

იგი 21 წლისაა და "ვიტ ჯორჯია" მის კარიერაში მხოლოდ მეორე კლუბია. აქამდე თბილისის "დინამოს" წევრი იყო, თუმცა იქ მთავარ გუნდში ვერ დამკვიდრდა.

ქართველ გულშემატკივარს გეთიაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან უნდა ახსოვდეს, სადაც ხშირად იწვევდნენ. ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით მას ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშა.

უახლოეს პერიოდში გიორგი "ვიტ ჯორჯიას" დუბლებში ითამაშებს, რის შემდეგაც პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლადაც იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული