იგი 21 წლისაა და "ვიტ ჯორჯია" მის კარიერაში მხოლოდ მეორე კლუბია. აქამდე თბილისის "დინამოს" წევრი იყო, თუმცა იქ მთავარ გუნდში ვერ დამკვიდრდა.
ქართველ გულშემატკივარს გეთიაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან უნდა ახსოვდეს, სადაც ხშირად იწვევდნენ. ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით მას ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშა.
უახლოეს პერიოდში გიორგი "ვიტ ჯორჯიას" დუბლებში ითამაშებს, რის შემდეგაც პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლადაც იბრძოლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"